ბოჰემური სტილის ინტერიერი: არაორდინალური Boho Style

ბოჰემური სტილის ინტერიერი: არაორდინალური Boho Style

ბოჰემური სტილი თანამედროვე ინტერიერის ტენდენციებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რომელიც არც ისე დიდი ხანია, რაც წარმოიშვა და არაორდინალური ვიზუალით გამოირჩევა. ბოჰემური ინტერიერი – თვითმყოფადობით, თამამი ფერებით, სიმყუდროვითა და რაც მთავარია, თავისუფალი სტილით გამოირჩევა. ეს არის ადამიანის სულიერი სამყაროს, ცხოვრების სტილის გადმოცემა ინტერიერში, რომელიც მოსწონს და აკმაყოფილებს უპირველესად სახლის მფლობელს. ბოჰემურ სტილში არანაირი ჩარჩოები და შეზღუდვები არ არსებობს. ბოჰემური სტილი: ძირითადი შტრიხები 1. თამამი ფერების კომბინაცია – რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ორი–სამი ფერის შერჩევით, ინტერიერის შევსება მისაღებია უამრავი…

2,468 total views, 1 views today

Read More

ყვავილის ქოთნები – თანამედროვე დეკორი ინტერიერში

ყვავილის ქოთნები – თანამედროვე დეკორი ინტერიერში

თუ ოთახის მცენარეებს თქვენს სახლში საპატიო ადგილს უთმობთ, მაშინ თქვენთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ყვავილებისთვის ქოთნების შერჩევა იქნება. ინტერიერის დიზაინში დიდი ყურადღება ექცევა ქოთნების ფორმებსა თუ ფერებს, რაზეც დღეს ბევრი ცნობილი დიზაინერი მუშაობს. გთავაზობთ ულამაზესი, თანამედროვე ქოთნების კოლექციას, რომელიც თქვენი ოთახის მშვენიერ ყვავილებს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და ინტერიერის ორიგინალურ დეკორად იქცევა. მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge 5,276 total views, 1 views today

5,276 total views, 1 views today

Read More

ორქიდეები ინტერიერში

ორქიდეები ინტერიერში

უმშვენიერესი, მრავალფეროვანი, გრაციოზული და სურნელოვანი ორქიდეა (ფალენოფსისი) მაღალი კლასის ინტერიერის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ბუნების ეს უზადო ქმნილება უდავოდ დიდ ელეგანტურობას მატებს ინტერიერს და დიასახლისის კარგ გემოვნებაზეც მიანიშნებს. სხვადასხვა ფორმისა და ფერის ორქიდეები ნებისმიერ ოთახს დაამშვენებს, იქნება ეს მისაღები ოთახი, სამზარეულო, საძინებელი, აბაზანა თუ სამუშაო კაბინეტი. ამავდროულად, შეგიძლიათ ისეთი ფერის ორქიდეები შეარჩიოთ, ინტერიერის ფერის აქცენტად რომ იქცეს. ოთახის დაგეგმარებისას, აუცილებლად გამოუყავით პატარა კუთხე ორქიდეას და იგი დიდხანს მოგხიბლავთ თქვენ და თქვენს სტუმრებს თავისი სინაზითა და სილამაზით. მასალის…

4,129 total views, 3 views today

Read More

10 რჩევა – როგორ შევქმნათ მეტი სივრცე პატარა ოთახში

10 რჩევა – როგორ შევქმნათ მეტი სივრცე პატარა ოთახში

ოცნებობთ, რომ უფრო მეტი სივრცე გქონდეთ სახლში? გამოსავალი შესაძლოა ვიზუალურ ეფექტებში იპოვოთ! გთავაზობთ ინტერიერის დიზაინერების საუკეთესო რჩევებს, თუ როგორ შევქმნათ ვიზუალურად მეტი სივრცე პატარა ფართობის ოთახში. ნათელი ფერები და მინიმალისტური სტილი ძირითადია, რაც თავისუფალი სივრცის მაქსიმალურ ეფექტს იძლევა! 1. განათება ნებისმიერი ვიზუალური გაფართოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია განათება! აუცილებლად გამოიყენეთ მაგალითად, მიმართული სანათები ჭერიდან დიდი ზომის კედლის მიმართულებით, რათა აქცენტი გადავიდეს კედლის სიდიდეზე. გამოიყენეთ მაღალი ტორშერები, რაც ვიზუალურად აამაღლებს ჭერს. ასევე კარგი გადაწყვეტილებაა – თაბაშირ-მუყაოს შეკიდულ ჭერში ჩამონტაჟებული…

8,742 total views, 1 views today

Read More

იდეები გოგონების ოთახის დიზაინისთვის

იდეები გოგონების ოთახის დიზაინისთვის

გადაწყვიტეთ, რომ თქვენს გოგონებს ინდივიდუალური ოთახი მოუწყოთ? გთავაზობთ საუკეთესო ნიმუშებს, თუ როგორ გავალამაზოთ გოგონების ოთახის ინტერიერი.   მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge 7,112 total views, 3 views today

7,112 total views, 3 views today

Read More

იდეები ბიჭების ოთახის დიზაინისთვის

იდეები ბიჭების ოთახის დიზაინისთვის

თუ გადაწყვიტეთ, რომ თქვენს ბიჭებს საკუთარი ოთახები მოუწყოთ, გთავაზობთ რამოდენიმე საუკეთესო ნიმუშს, რაც იდეების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. დაათვალიერეთ ბიჭების ოთახის დიზაინის საუკეთესო მაგალითები:    მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge 3,745 total views, 2 views today

3,745 total views, 2 views today

Read More

აბაზანის აქსესუარები ბავშვებისთვის

აბაზანის აქსესუარები ბავშვებისთვის

თუ თქვენი პატარები აბაზანის მიღებისას ჭირვეულობენ და წყლის ქვეშ ყოფნა არ ხიბლავთ, შეეცადეთ მათ ეს პროცესი მაქსიმალურად გაუხალისოთ. გთავაზობთ რამოდენიმე ორიგინალურ იდეას, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს აბაზანა! აბაზანის დროს სათამაშოებთან ერთად ყოფნა ყველა პატარას უხარია. მითუმეტეს, თუ ეს სათამაშოები მოძრაობს და რაიმე სახის აქტივობას ასრულებს. უამრავი საბავშვო სათამაშოების ბრენდი დაკავებულია სპეციალურად აბაზანის დროს გამოსაყენებელი სათამაშოებისა და შემეცნებითი ნივთების შექმნით, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისა და გართობისათვის. იმისათვის, რომ სათამაშო გარემო შევუქმნათ პატარებს, ვიზრუნოთ წყლის დისპენსერის სათამაშოდ…

2,651 total views, 3 views today

Read More

8 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ინტერიერის დიზაინში

8 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ინტერიერის დიზაინში

“ვისაც შეცდომა არ დაუშვია, მას არასოდეს უცდია ახლის შექმნა”, – ამბობდა აინშტაინი, თუმცა როცა საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება, მაინც ეცადეთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ! შესაძლოა უნებურად ისეთი დეტალები გამოგრჩეთ, რაც მოგვიანებით ინტერიერს და მასთან ერთად, განწყობას გაგიფუჭებთ. შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის, მათ შორის არც გამოცდილი დიზაინერები, ამიტომ გაეცანით ოთახის მოწყობისას ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს და თუ ექსპერტების მოსაზრებებს თქვენც დაეთანხმებით, ეცადეთ, თავიდან აიცილოთ მათი გამეორება. 1. ცუდი განათება ინტერიერის დიზაინში ოთახის სწორად განათებას ძალიან…

3,257 total views, 1 views today

Read More

ინტერიერი ჰოროსკოპის მიხედვით

ინტერიერი ჰოროსკოპის მიხედვით

თვითოეულ ზოდიაქოს ნიშანს განსხვავებული გემოვნება და დიზაინის სრულიად უჩვეულო აღქმა აქვს. გაინტერესებს როგორი ინტერიერი შეგეფერება ჰოროსკოპის მიხედვით? ქვემოთ მოყვანილია ზოდიაქოს ნიშნებისათვის შესაფერისი ინტერიერის შტრიხები, რასაც დიზაინერები და ასტროლოგები ერთად ადგენენ. ვერძი ვერძები უპირატესობას ანიჭებენ თბილი ფერების სპექტრს, (მაგალითად, წითელს, ნარინჯისფერს, ყვითელს), რადგან ცეცხლის სტიქიის ნიშანს წარმოადგენენ. ენერგიულ ვერძებს უყვართ დიდი სივრცის შეგრძნება, მინიმალისტური სტილი, ამიტომ მათთან სახლში ავეჯი მცირე ადგილს იკავებს, თუმცა აუცილებელია ჰქონდეთ ბევრი და კარგად ორგანიზებული სათავსოებიც. ავეჯის სასურველი ფერებია: ნაცრისფერი, ყავისფერი, კრემისფერი ან…

2,530 total views, 2 views today

Read More

2015 წლის ხალიჩების კოლექცია: ვერნერ აისლინგერი

2015 წლის ხალიჩების კოლექცია: ვერნერ აისლინგერი

ცნობილმა გერმანელმა დიზაინერმა, ვერნერ აისლინგერმა საზოგადოებას ხალიჩების ახალი კოლექცია წარუდგინა, სახელწოდებით “ელემენტარული ფორმები”, რომელიც როგორც ხვდებით, მარტივი ფორმების, ორიგინალური დიზაინისა და ფერების ვირტუოზულ შეხამებას წარმოადგენს. კოლექცია შთაგონებულია ძირითადი გეომეტრიული ფორმებით, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური აღქმის ნაწილს შეადგენენ და რომლებიც თანაბრად პოპულარულია დიზაინის ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე. აისლინგერმა ხალიჩების სივრცეს ახალი სახე მისცა: მისი ხალიჩების დიზაინის კონცეპციას წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებული “კუნძლები” – თავისუფალი ფორმის კომპონენტები, რომლებიც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების ერთობლიობად იქცევა. ხალიჩის ძირითადი ნაწილები კი ერთმანეთისგან გამოყოფილია…

1,967 total views, 1 views today

Read More
1 2