ომბრე სტილი ინტერიერში Ombre Style

ომბრე სტილი ინტერიერში Ombre Style

ომბრე გავრცელებული მიმდინარეობაა მოდის ინდუსტრიაში, რომელიც ბოლო დროს, აქტიურად შემოიჭრა ინტერიერის დიზაინშიც. ერთმანეთში გარდამავალ ფერთა გრადაცია მუქიდან ღია ფერისკენ, ამ სტილის ძირითადი მახასიათებელია. ომბრე სტილის ინტერიერში არა მხოლოდ კედლები შეიძლება იყოს გარდამავალი ფერებით შეღებილი, არამედ ავეჯი, ტექსტილი, დეკორაციები. ომბრეს ეფექტი შესაძლებელია მივიღოთ ასევე მოზაიკის საშუალებით. თუ მზად ხართ, სრულიად განსხვავებული შტრიხი შემატოთ თქვენს სახლს და გსურთ თამამ ექსპერიმენტებს მიმართოთ, სცადეთ ომბრე!  მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge 1,543 total views, no views today

1,543 total views, no views today

Read More

სააღდგომო დეკორი: შექმენით ფერადი და მხიარული გარემო

სააღდგომო დეკორი: შექმენით ფერადი და მხიარული გარემო

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად, იწყება გამალებული საოჯახო მზადება, რომელიც უპირველეს ყოვლისა, პასკასა და წითლად შეღებილ კვერცხებთან ასოცირდება. თქვენს სადღესასწაულო სუფრას ტრადიციულ წითელ კვერცხებთან ერთად, აუცილებლად დაამშვენებს მრავალფეროვანი დეკორაციები, მათ შორის თქვენივე ხელით ლამაზად მოხატული და გაფორმებული კვერცხები, კალათები, ყვავილები, სპეციალურად სააღდგომოდ დათესილი ჯეჯილი და სხვა. გთავაზობთ სააღდგომო დეკორაციების იდეებს, რომლებიც თქვენს ინტერიერს გამორჩეულ სილამაზესა და ამაღლებულ განწყობას შემატებს.   მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge   3,581 total views, no views today

3,581 total views, no views today

Read More

2015 წლის ყველაზე მოდური ნივთები ინტერიერში

2015 წლის ყველაზე მოდური ნივთები ინტერიერში

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ინტერიერის ტენდენციები სწრაფად იცვლება, შესაძლებელია გამოვყოთ ის ძირითადი ნივთები, რომლებიც 2015 წელს აუცილებლად იქნება “მოდური”. წლევანდელი ტენდენციით, ყველაზე პოპულარული და “must have” ნივთები ინტერიერში ასე გამოიყურება: 1. გამჭვირვალე მასალის ავეჯი 2. ინდუსტრიული განათება – სანათები ვარვარა ნათურითა და მეტალის კარკასით 3. დეკორატიული ბალიშები გრაფიკული პრინტით 4. სურათები კედელზე ან ფოტო შპალერი 5. მზის ფორმის სარკე   მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ  წყარო: luxhome.ge   2,280 total views, 1 views today

2,280 total views, 1 views today

Read More

თანამედროვე მსოფლიოს Top 10 არქიტექტურული შედევრი

თანამედროვე მსოფლიოს  Top 10 არქიტექტურული შედევრი

თვალი გადავავლოთ თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურული შედევრების ათეულს, რომლებიც ბოლო ოცწლეულის განმავლობაში აშენდა. მაშ ასე: 1. გუგენჰაიმის მუზეუმი, ბილბაო, ესპანეთი, 1997 ამერიკელი არქიტექტორის, ფრენკ გერის მიერ შექმნილი გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ,,დღევანდელობის ყველაზე გამორჩეული ნაგებობა”. შენობა 1997 წელს გაიხსნა და მის ასაშენებლად 89 მლნ. დოლარი დაიხარჯა. მუზეუმი მოპირკეთებულია ტიტანის ფენებით, მინისა და ქვის პანელებით, შენობის კონსტრუქციის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კომპიუტერულ გრაფიკასა და ვიზუალიზაციებს. 2. პეტრონას კოშკები, მალაიზია, 1998 მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მდებარე პეტრონას კოშკები…

5,510 total views, 10 views today

Read More

როგორ შევარჩიოთ ჭაღი?

როგორ შევარჩიოთ ჭაღი?

ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს ჭაღი, რომლის სათანადოდ შერჩევა საკმაოდ რთულია. კარგი ვიზუალი რა თქმა უნდა, არ არის კარგი ხარისხის გარანტორი, ამიტომ ჭაღის შეძენამდე შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ! 1. ყურადღება მიაქციეთ ჭაღის მასალას, რომელიც შეიძლება დამზადებული იყოს დამუშავებული რკინის, ვერცხლის ან ოქროს გამოყენებით, შუშის ან ქსოვილის (აბაჟურები), რომელიც ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ინტერიერში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მინისგან დამზადებული ჭაღები დროთა განმავლობაში ფერს იცვლის და ყვითლდება, რომლის გაწმენდა შეუძლებელია, ლითონისგან დამზადებული ჭაღები კი ფერს…

4,605 total views, 2 views today

Read More

ბუხარი თანამედროვე ინტერიერში

ბუხარი თანამედროვე ინტერიერში

ბუხარი ძირითადად ზამთართან, ცივ და თოვლიან ამინდთან ასოცირდება, თუმცა მისი არსებობა ინტერიერში მუდმივად სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას გვიქმნის. ბუხარი არა მხოლოდ გათბობის საშუალებას, არამედ ლამაზ და ორიგინალურ დეკორაციას წარმოადგენს, რომელმაც წლების განმავლობაში ფორმის, დიზაინისა და დანიშნულების ცვლილების ეტაპები წარმატებით გაიარა. დღეისათვის, თანამედროვე ინტერიერში ბუხარი შეიძლება იყოს როგორ აგურის/ქვის, ასევე მეტალის, შუშის, სხვადასხვა მასალისა და ფორმის, ელექტრონულიც კი, რომლის დანიშნულება არა მხოლოდ სითბოს გამოყოფა, არამედ კედლების დამშვენება და ოთახებს შორის გამყოფი კედლის ფუნქციის შეთავსებაც კი არის….

4,614 total views, 2 views today

Read More

ნათელი და მხიარული ფერების სამყარო – დიზაინერი ანა კორდეირო

ნათელი და მხიარული ფერების სამყარო – დიზაინერი ანა კორდეირო

ანა კორდეირო პორტუგალიელი დიზაინერია, რომელიც ინტერიერის დიზაინის სფეროში დიდი ხანია წარმატებით მოღვაწეობს. მისი დახვეწილი სტილი ნათელი და მსუბუქი ხასიათით გამოირჩევა, რასაც ანა სწორად შერჩეული ფერთა პალიტრის წყალობით აღწევს. მისი ფავორიტი ფერია მწვანე, ხშირად მიმართავს ყვითელ და ლურჯ ფერებს, ასევე ვარდისფერს. შერჩეულ მკვეთრ ფერებს იგი წარმატებით აბალანსებს ნეიტრალური და პასტელური ფერების კომბინაციით. კორდეიროს კრეატიული სტილი მსოფლიოს ირგვლივ გულგრილს არავის ტოვებს!   მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge 2,043 total views, no views today

2,043 total views, no views today

Read More

2015 წლის ყველაზე მოდური ფერების პალიტრა ინტერიერში

2015 წლის ყველაზე მოდური ფერების პალიტრა ინტერიერში

ფერადი დიზაინის საერთაშორისო ცენტრის AkzoNobel–ის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ყოველწლიურად განსაზღვრავს მომდევნო წლის მთავარ ფერს, 2015 წლის ფერი და ფერთა გამა დაასახელა – ფორთოხლისფერ–სპილენძისფერი, ვარდისფერი ვარიაციებით. წელს ინტერიერში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოქროსფერი ჩრდილები. ფორთოხლისფერ–სპილენძისფერი ძალიან საინტერესო ფერია, რომელიც კარგად ეხამება ნეიტრალურ, პასტელურ ფერებს, ასევე თეთრს, ნარინჯისფერს. თბილი ფერების ეს პალიტრა ინტერიერს სიმყუდროვეს, სითბოს და კომფორტს მატებს. კიდევ ერთ მოდური გადაწყვეტა ინტერიერში არის ერთმანეთთან ახლოს მყოფი ფერების სპექტრის შეხამება, რაც მთლიანობაში შექმნის მდიდარ ტექსტურას, ფერებისა და ჩრდილების…

2,486 total views, 1 views today

Read More
1 16 17 18