როგორ გავაფორმოთ სახლი სეგმენტური სურათებით

Spread the love
ინტერიერის გაფორმება შეიძლება ითქვას, რომ უსასრულო პროცესია, რამდენადაც ოთახის დეკორირების მეთოდები და საშუალებები მუდმივად იცვლება და ვითარდება. ამ სტატიაში ყურადღება შევაჩეროთ მოდულურ (სეგმენტურ) სურათებზე, რომელთაც ინტერიერში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა შეუძლიათ. ოთახი თანამედროვედ და უნიკალურად გამოიყურება მაშინ, როდესაც მასში თუნდაც ერთი უჩვეულო, ყურადღების მიმპყრობი ელემენტია, კედლის დეკორის შემთხვევაში კი სეგმენტური სურათები საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
 
თანამედროვე ინტერიერში სეგმენტური სურათები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს 2, 3, 4 ან მეტი ნაწილისგან. რომლებიც ერთიან სიუჟეტს ქმნიან. როგორც წესი, სურათების სიმაღლე ძირითადად 90–120 სმ–ია, სიგანე კი 120–180 სმ, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოდულური სურათებით გავაფორმოთ მისაღები ოთახის, კაბინეტის, საძინებლის, ჰოლის ან სამზარეულოს ცარიელი კედლები. სეგმენტური სურათები უფრო ძვირადღირებულია, თუ ტილოზე, ზეთის საღებავით არის შესრულებული, შედარებით იაფი ვარიანტი კი ტილოზე დაბეჭდილი ფოტოებია, რომლის შერჩევა და შეკვეთა მარტივად შეგიძლიათ.
 
სეგმენტური სურათების ფუნქცია მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით არ ამოიწურება: მისი ფრაგმენტების საშუალებით შესაძლებელია კედლის ზედაპირზე არსებული გარკვეული დეფექტების დამალვა. თუ სურათის სეგმენტებს მოძრავ რელსზე განათავსებთ, ადვილად დამალავთ მაგალითად, ტელევიზორის მონიტორს, ან სეიფს. სურათის ნაწილების შეერთების შემდეგ რელსზე მიიღებთ ერთიან სიუჟეტს.
 
 
მოდულური სურათები ერთმანეთისგან გარკვეულ დისტანციაზე იკიდება, მაგრამ მათ შორის საერთო იდეა ან თემაა, შესაძლოა სურათის ნაწილები შინაარსით ერთი იყოს, განსხვავებული სიუჟეტით და მსგავსი ფერთა გამით.
 
შესაძლოა სეგმენტები ერთი ზომის იყოს, ან სხვადასხვა, რომელთა განლაგებაც გემოვნების შესაბამისად შეგიძლიათ – თანაბრად ან ასიმეტრიულად. მაღალი ჭერის შემთხვევაში, სურათების საშუალებით შეგიძლიათ დააბალანსოთ სივრცე.
 
დიდი სურათი, რომელიც რამოდენიმე მოდულად არის დაჭრილი და გამოყენებულია როგორც დეკორატიული აქცენტი სავარძლების უკან, უფრო ეფექტური იქნება და ერთიან კომპოზიციას შექმნის მსგავსი ფერების ტექსტილის ბალიშებთან ერთად.
 
 
სეგმენტური სურათებით ინტერიერის გაფორმების მიმოხილვისას, თვალი გადავავლოთ წარმატებული ქართველი მხატვრის, ეკა ფერაძის ნამუშევრებს, რომლებიც შესრულების დახვეწილი ტექნიკითა და ფერთა საოცარი შეხამებით მსოფლიო მასშტაბით უამრავ მნახველს აღაფრთოვანებს.
1962685_775650182447312_1243934832_n 10408003_847296308616032_3317709419554099525_n 11069639_970836932928635_8659854582325999673_n 11061942_971398452872483_5254260913684189326_n 11026085_970537572958571_3575203460732322880_n 10647029_904664836212512_7457185563689054537_n
 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge
 

1,682 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს