მარწყვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია: პროფესიონალთა რჩევები

Spread the love

კენკროვან კულტურათა შორის მარწყვი მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფი გამოირჩევა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით. იგი მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავეებით, ნახშირწყლებითა და მინერალური ნივთიერებებით.

მარწყვის ნაყოფი ანტიოქსიდანტური თვისებებითაც გამოირჩევა. შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C), ვიტამინ K-ს, ვიტამინ B6-ს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს და შაქრებს.

მარწყვი ტენის, სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა. იგი კარგად ვითარდება, როცა ნიადაგში pH-ის მაჩვენებელი 5,8- 6,5 ფარგლებშია. თუმცა იტანს ტუტუსკენ გადახრილ ნიადაგებზე მოყვანას. იგი კარგად ვითარდება ნოყიერ და მსუბუქ, ფხვიერ ნიადაგზე. მოსავალს იძლევა დარგვიდან პირველსავე წელს, ხოლო მეორე მესამე წელს მისი მოსავალი ჰექტარზე 12-18 ტ/ჰა-ს აღწევს. პროგრესული ტექნოლოიების გამოყენებისას მოსავლიანობა შესაძლებელია 30- 40 ტონამდეც გაიზარდოს.

მარწყვის პლანტაცია კარგ მოსავალს იძლევა 3-4 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ საჭიროა ახალი ნერგების ახლად გაშენება. მცენარეს გააჩნია დატოტვილი ფესვთა სისტემა, რომელიც ძირითადად ნიადაგის ზედა ფენაშია განვითარებული. ამიტომ ნერგების დარგვის დროს ფესვის ყელი უნდა იყოს ნიადაგის ზედაპირის პარალელურად. მარწყვი ცუდად იტანს, როგორც ღრმა, ასევე ზედაპირულ დარგვას.

მარწყვის გაშენება დაუშვებელია იმ ადგილებში, სადაც წინა წლებში პომიდორი და კარტოფილი მოჰყავდათ, ვერტიცილიოზის და ფესვის სიდამპლის გაჩენის დიდი ალბათობის გამო.

მარწყვის მოვლა-მოყვანა

მარწყვის მაღალი და ხარისხიანი მოსავალი, მხოლოდ მზით კარგად განათებულ ადგილებზე მიიღება, თუმცა მოსავლის მიღება შესაძლებელია ნაწილობრივ დაჩრდილულ პირობებშიც. ეს მცენარე ვერ იტანს ჩამდგარ წყალს, ამიტომ წყლის სიჭარბისას აუცილებელია შემაღლებული კვლების გაკეთება.

უპირველეს ყოვლისა ნაკვეთი უნდა გათავისუფლდეს წინა წლის მცენარეული ნარჩენებისაგან და ფართობის სარეველებისაგან. გასათავისუფლებად შეაქვთ ტოტალური მოქმედების ჰერბიციდები (რანდაპი, კლინი, ურაგანი, ნოკდაუნი, ტოტალი და სხვა). ამის შემდეგ ნიადაგს ხნავენ 25-30 სმ-ის სიღრმეზე და ფარცხავენ როტაციული კულტივატორებით. ეს ოპერაცია ისე უნდა ჩავატაროთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი, კარგად გაფხვიერებულ ნიადაგი, რომელსაც არ ექნება ქერქი.

კულტივაციის ჩატარებამდე აუცილებელია კომპოსტირებული ორგანული სასუქების შეტანა ჰექტარზე 25-30 ტონის და სახნავ ფენაში მისი ჩაკეთება. თუ პლანტაციას ვაშენებთ დახურულ გრუნტში, ამისათვის ღარებში იყრება წინასწარ მომზადებული სუბსტრატი და მთელი ვეგეტაციის პერიოდში მორწყვასთან ერთად მიეწოდება საჭირო რაოდენობის საკვები ელემენტები.

ღია გრუნტში მარწყვის გაშენების საუკეთესო პერიოდია გვიანი ზაფხული (აგვისტო) და დახურულ გრუნტში ადრე შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი). თუმცა ბოლო დროს გავრცელებული რემონტატული ჯიშები სან-ანდრიასი (სასათბურე) მსხმოიარობს თითქმის მთელი წლის განმავლობაში (გარდა აგვისტო და თებერვალი). ერთი ასეთი ნერგი იძლევა 1,0-1,2 კგ ნაყოფს.

მარწყვის თანამედროვე პლანტაციებში ყველაზე მეტად მიღებულია მარწყვის დარგვა შემაღლებულ ბაზო-კვალზე, ამ ტექნოლოგიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია: დამულჩვა პოლიეთილენის სამულჩე მასალით, წვეთოვანი მორწყვის სისტემა და ფერტიგაციის აპარატი, რომელიც მცენარეს უზრუნველყოფს წყლითა საკვები ნივთიერებებით.

კვლის სასურველი ზომებია: სიმაღლე 20-30 სმ, სიგანე 35-50 სმ, კვლების შუაწერტილიდან დაშორება 1,1-1,3 მეტრი, მცენარეების დარგვის რეკომენდირებული სქემაა: ორმწკრივიანი სისტემის შემთხვევაში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 25-30 სმ, ხოლო მწკრივებს შორის მანძილი 15-20 სმ. მცენარეების დარგვა ამ დროს ჭადრაკული წესით ხდება. ერთ მწკრივიან რიგში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 15-20 სმ-ს საშუალოდ ერთ გრძივ მეტრზე ირგვება 5-7 მცენარე.

მარწყვის მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია პირველი ყვავილის მოცილება და მწვანე ოპერაციების ჩატარება, რაც გამოიხატება გამხმარი და განუვითარებელი ფოთლებისა და სტოლონების მოცილებაში.

სარველების წინაღმდეგ საბრძოლველად მარწყვის პლანტაციაში დაშვებულია სპეციფიკური ჰერბიციდების გამიყენება, რომელსაც კვლებს შორის იყენებენ, როგორიცაა: პანტერა, სტინგერი, ლინტრელი, ფიუზოლადი 200-300 მლ/100 წყალზე დოზით.

ასევე ფართოდ მიმართავენ გამარგვლას. სათბურში ჰაერის აბსოლუტური ტენიანობა უნდა იყოს 85-90 % და ტემპერატურა 24-27° C ფარგლებში. რიგებს შორის მანძილი 0,5 მეტრია, ხოლო მცენარეთა შორის 35-40 სმ. აუცილებელია კვლებში მულჩიფირის გამოყენება. ერთ გრძივ მეტრზე ჭადრაკულად 10-13 მცენარეა განთავსებული. ღია გრუნტისთვის ბოლო დროს ფართოდ გავრცელება ჰპოვა ისეთმა ჯიშმა, როგორიცაა ფორტუნა და ფესტივალი.

ეს ჯიშები მოიხმარს მეტ წყალს და ნაკლებ სასუქებს. მარწყვის პლნტაციაში აუცილებელია დაცული იყოს მორწყვის შესაბამისი რეჟიმი, მარწყვს ზედა- პირული ფესვთა სისტემა აქვს და მისთვის მეტად სასარგებლოა ხშირი და მცირე ულუფებით მორწყვა. ამ მიზნით ყველაზე გამართლე- ბულია წვეთოვანი მორწყვის სისტემის გამოყენება. როგორც დახურული ისე ღია გრუნტისათვის მარწყვის ნერგები მაქსიმალურ მოსავალს გვაძლევს 3 წლის განმავლობაში, შემდგომ საჭიროა მათი ახალი ნერგებით შეცვლა.

ამისათვის ნერგების გამოყვანა შესაძლებელია მოვახდინოთ ადგილზეც. ამისათვის თითო ბუჩქიდან კარგი ნერგის მიღება შესაძლებელია პირველი, მეორე და მესამე წელს ულვაშებიდან გამოსული კვირტის დაფესვიანებით პლასტმასის ჭიქებში. ამ დროს კვირტის შემდგომი ღერო უნდა წაიწყვიტოს.

თხუნელების და სხვა მღრნელების გარცელება, რომ ავირიდოთ თავიდან რიგებში ალაგ-ალაგ ან გვერდით უნდა დავრგოთ რამოდენიმე ბუჩქი ნარცისი. მათ სუნზე მღრნელები უარყოფითად რეაგირებენ და ახლოს არ ეკარებიან. მავნებელი-დაავადებათა გავრცელების დაცვის მიზნით სეზონის განმავლობაში საჭიროა პლანტაციების 3-4-ჯერ დამუშავება შესაბამისი პრეპარატებით.

მავნებელ-დაავადებანი და მათ წინაამღდეგ ბრძოლა

მარწყვის ნარგავებში გვხვდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ფოთლის მურა და შავი სილაქავე, ფესვის შავი სიდამპლე, ფოტოფტორა და ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიცისი). მავნებლებიდან კი საშიშია მარწყვის ცხვირგრძელა. ამ მავნებელ- დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიება მოიცავს დაავადებული და მექანიკურად დაზიანებული ფოთლებისა და ნაწილების მოცილებაში, კონტაქტური და სისტემური პრეპარატების კომბინირებულ შესხურებაში.

ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ გამოიყენება პრეპარატები „ტელდორი“, „სვიჩი“, და „სიგნუმი“ ერთი კგ/ჰა-ზე, ხოლო ლაქიანობის წინააღმდეგ სპელენ- ძის შემცველი პრეპარატები „რიდომილი“ და სხვა.

მარწყვის მოვლა

წყარო: agrosc.ge

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

3,581 total views, 11 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს