კვერცხის ფორმის ოფისი მუმბაიში

Spread the love

კიბერტექტური კვერცხის ფორმის ოფისი, რომლის მშენებლობაც ინდოეთში, მუმბაიში მიმდინარეობს, 21-ე საუკუნის არქიტექტურული ინოვაციაა, რომელიც უახლეს ტექნოლოგიურ მასალებსა და ინტერაქტიულ სქემებს ეფუძნება. მისი არქიტექტორია ჯეიმს ლო, რომლის კონცეპციით, კვერცხი ახალი სიცოცხლის დასაწყისია.

33.000 კვ/მ-ზე განფენილი ოფისი 17 სართულისგან შედგება, სადაც დიდი ყურადღება ექცევა სრულყოფილ ეკოლოგიურ გარემოსა და იქ მომუშავეთათვის საუკეთესო პირობების შექმნას. ინოვაციური ტექნოლოგიების საშუალებით, შესაძლებელი ხდება თანამშრომელთა ჯანმრთელობის კონტროლი, მაგალითად, წნევის ტემპერატურის, ან წონის კონტროლი, ავტომატურად მიმდინარეობს ინფორმაციის შეგროვება და საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების ექიმთან გადაგზავნა.

შენობა იყენებს მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდასაქმნელად, ასევე მიმართავს წყლის ფილტრაცია სა და გადამუშავებას ირიგაციის მიზნით. კვერცხის ფორმის ოფისის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. 

Untitled-1 image.axd-picture201405b6.jpg f43a01489d931b667899a7923b83fc8e კვერცხის ფორმის მუმბაი 08098-R-21-700x525

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

1,070 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს