ფანჩატური – ყველაზე რომანტიული კუთხე თქვენს ბაღში

Spread the love

თანამედროვე ბაღის დიზაინში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ფანჩატური. ეზოში მოთავსებული ეს მცირე კონსტრუქცია სხვადასხვა სახის, მასალისა და დიზაინისაა კლიმატის გათვალისწინებით. ძირითადად გამოარჩევენ არბორს, იგივე პერგოლას (მოძრავი გადახურვით), რომელიც მზადდება ხის, ალუმინის, ინოვაციური მასალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ როგორც გადახურულ, ასევე ღია მდგომარეობაში, ამინდის შესაბამისად.

ასევე გამოარჩევენ ოქტაგონის ფორმის გადახურულ პავილიონებს, რომლებიც ყველა მხრიდან ღიაა. ასეთი პავილიონები შეიძლება აშენდეს ან დამზადდეს სხვადასხვა მასალით.

გსურთ დასვენება, გართობა, სუფთა ჰაერი და გემრიელი საკვები მოაქციოთ ერთ სივრცეში? მაშინ მოაწყეთ ფანჩატური თქვენი გემოვნებით! ჩართეთ ფანტაზია: მასში შეიძლება მოათავსოთ კომფორტული სკამები, სავარძლები ან დივანი, ჰამაკი ან პუფები. ასევე შეიძლება მოაწყოთ ბუხარი ან მაყალი. ფანჩატური შეიძლება გალამაზდეს ფარდებით, ყვავილის ქოთნებით, დაიკიდოს ბურთები, განათების ლენტები და სხვადასხვა დეკორატიული ნივთები. კიდეებზე შეგვიძლია ავიყვანოთ მხვიარა მცენარეებიც.

ისიამოვნეთ თბილი ამინდებით, მოიწვიეთ მეგობრები და თავი შეაფარეთ კომფორტულად მოწყობილ ფანჩატურებს!

tuscany-wb-k pool-and-garden-elegant-white-pergola-metal-with-column-and-roof-top-has-white-seating-design-picturesque-modern-pergola-metal-design-inspirations-1138x763 Pergolas_5318_C pergola_ursem_1 Pergola 1 open-top-pergola-1 inreda_ute_MiaW_MR01 exterior-modern-gazebo-design-backyard-side-gazebo-design-software-pole-victorian-wrought-iron-pergola-lighting-ideas-gazebo-round-wood-coffee-table-rattan-armchair-gray-granite-floor-beige-vinyl-coat 11264993_10152674999836642_1908270661_o 11235152_10152674999726642_752604189_o 11233157_10152674999821642_1854637352_o 26eea9ავტორი: მაია წიგნაძე

მასალის გამოყენების პირობები:

გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

3,236 total views, 10 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს