კუთხის ნიჟარა სამზარეულოში

კუთხის ნიჟარა სამზარეულოში

სამზარეულოს მოწყობის ერთ-ერთი ოპტიმალური გადაწყვეტაა კუთხის ნიჟარის დამონტაჟება, რაც სივრცის დაზოგვის საუკეთესო ხერხია. ყველაზე ხშირად, Г-ფორმის სამზარეულოს ავეჯის შემთხვევაში, კუთხეში თავსდება ნიჟარა, რასაც შემდეგი უპირატესობები გააჩნია: 1. კუთხის ნიჟარა უფრო მეტ სივრცეს ტოვებს სამზარეულოს სამუშაო სივრცისა და სათავსოებისათვის, ვიდრე მაგალითად, ცენტრში მოთავსებული ნიჟარა; 2. ფორმისა და ფერების დიდი არჩევანის წყალობით, მარტივია ინტერირისთვის მისი შეხამება; 3. კუთხის ნიჟარის ქვეშ უფრო დიდი ადგილი რჩება ნაგვის ურნის ან სხვა ნივთების მოსათავსებლად. რჩევა: მიუხედავად ფორმისა, აუცილებელია, რომ ნიჟარის სიღრმე 20…

8,198 total views, 20 views today

Read More

შემინული აივნები – პლიუსები და მინუსები

შემინული აივნები – პლიუსები და მინუსები

შემინული აივნები დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე არქიტექტურაში. მისი პოპულარობის მიზეზი პრაქტიულობასა და დამატებითი სივრცის კომფორტულად მოწყობის შესაძლებლობაში მდგომარეობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლი პატარა ფართობისაა. მინით დახურულ აივანზე შეიძლება სხვადასხვა დანიშნულების კუთხის მოწყობა: დასასვენებელი, სამუშაო კუთხის და ა.შ. ან შეგიძლიათ უბრალოდ დატკბეთ შესანიშნავი ხედებით. ალუმინის პროფილებით შემინული აივანი ატმოსფერულ ფაქტორებს შესანიშნავად უძლებს და ანტიკოროზიული თვისებით ხასიათდება. გარდა ამისა, ალუმინის კონსტრუქცია კონფიგურაციის შეუზღუდავ შესაძლებლობებს ფლობს: ის შეიძლება გასაწევი მექანიზმით დაამონტაჟოთ და ფანჯრები ადვილად ამოძრაოთ. დახურულ აივანზე…

3,479 total views, 13 views today

Read More

საბავშვო ოთახი: გასათვალისწინებელი 6 რჩევა

საბავშვო ოთახი: გასათვალისწინებელი 6 რჩევა

საბავშვო ოთახის ინტერიერზე მუშაობა და მისი რემონტი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მშობლებმა კარგად უნდა მოიფიქრონ და გადაწყვიტონ თითოეული დეტალი – იატაკის საფარიდან დაწყებული – ტექსტილითა და ავეჯით დამთავრებული. მთავარია, რომ ბავშვებს შეუქმნათ ისეთი ფუნქციური, ლამაზი და კომფორტული გარემო, სადაც ისინი განვითარდებიან. ამიტომ, გაითვალისწინეთ ძირითადი რჩევები, რაც საბავშვო ოთახის რემონტისას გამოგადგებათ. უსაფრთხო გარემო: არ გამოგრჩეთ ისეთი მნიშვნელოვანი ნიუანსის გათვალისწინება, როგორიცაა ელექტრო სადენებისა და ჩამრთველების განლაგება და რაოდენობა. დიდი ყურადღება გაამახვილეთ ელექტრო კომუნიკაციების უსაფრთხოების წესების დაცვაზე, სადენების იზოლაციაზე. იატაკის,…

3,243 total views, 5 views today

Read More

როგორ მოვაწყოთ აბაზანა ფენ შუის მიხედვით?

როგორ მოვაწყოთ აბაზანა ფენ შუის მიხედვით?

წყალი, როგორც ბუნების ერთ–ერთი ელემენტი, ფენ შუის მიხედვით ასოცირდება ფინანსების შემოდინებასთან, ამიტომ უძველეს აღმოსავლურ ხელოვნებაში დიდი ყურადღება ექცევა სააბაზანოს მოწყობას. ფენ შუის მიხედვით, სწორედ ამ ოთახში ხდება კეთილდღეობის ენერგიის კონცენტრირება. ძირითადი საკითხები, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ესაა ოთახის მდებარეობა, ფერთა პალიტრა, მოპირკეთების ფორმები და მასალები. ქვემოთ დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ მოვაწყოთ აბაზანა ფენ შუის რეკომენდაციების მიხედვით. 1. სააბაზანოსთვის სწორი მდებარეობის შერჩევა ფენ შუის მიხედვით, აბაზანა სახლის ჩრდილოეთ ნაწილში უნდა მოთავსდეს. უკეთესი იქნება, თუ მისაღები ოთახისა და…

4,924 total views, 13 views today

Read More

როგორ დავგეგმოთ პატარა სივრცე მოხერხებულად: პროექტი 5:1

როგორ დავგეგმოთ პატარა სივრცე მოხერხებულად: პროექტი 5:1

პატარა სივრცის მაქსიმალურად ათვისების პრაქტიკა უკვე ახალ მწვრვალებს იპყრობს. ნიუ იორკში მდებარე ამ სახლს ხუთი–ერთში უწოდეს, რადგან MKCA–ის პროექტის საშუალებით, 36 კვ. მ–ზე 5 ფუნქციური ზონის განთავსება გახდა შესაძლებელი. მანჰეტენზე მდებარე ეს პატარა აპარტამენტი არის თანამედროვეობის, კრეატიულობისა და ფუნქციონალიზმის შერწყმის საუკეთესო ნიმუში, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აღნიშნულ პროექტში მთავარი კრეატიული ელემენტი არის მოტორიზებული მოძრავი კედელი, რომელიც სხვადასხვა საცხოვრებელი ზონის გადაადგილების საშუალებას იძლევა: სამუშაო, საძინებელი, საგარდერობე, სამზარეულო–სასადილო და სააბაზანო ზონები. მოძრავი კედელი დღის და ღამის ზონებად ყოფს სივრცეს. დღის…

4,136 total views, 7 views today

Read More

შეკიდული თუ გასაჭიმი ჭერი? აუცილებელად გასათვალისწინებელი რჩევები!

შეკიდული თუ გასაჭიმი ჭერი? აუცილებელად გასათვალისწინებელი რჩევები!

რემონტის დროს, ხშირად კეთდება არჩევანი შეკიდული ან გასაჭიმი ჭერის სასარგებლოდ. გარდა იმისა, რომ ამ ტიპის ჭერი ესთეტიურად მიმზიდველია, ამავდროულად ძალიან პრაქტიკული და სასარგებლოც არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჭერს დეფორმაცია ან სხვა სახის ნაკლი აქვს. თანამედროვე სარემონტო მასალები იძლევა იმის საშუალებას, რომ ჭერის დეფექტები მოხერხებულად შეინიღბოს, თანაც შესაძლებელია მის ქვეშ ელექტროსადენების მარტივად დამალვა. სანამ ჭერის შეცვლა–შელამაზებას დაიწყებთ, ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა – შეკიდული თუ გასაჭიმი ჭერი? რომელი უფრო მარტივად მონტაჟდება და რომელი უფრო იაფი ჯდება? რომელი უფრო გამძლეა და მარტივად…

8,295 total views, 19 views today

Read More

როგორ მოვათავსოთ სარეცხის მანქანა სააბაზანოში – 5 მაგალითი

როგორ მოვათავსოთ სარეცხის მანქანა სააბაზანოში – 5 მაგალითი

როდესაც სახლის ფართობის სიმცირე მოითხოვს, რომ მაქსიმალურად კომპაქტურად მოვათავსოთ ტექნიკა სასურველ ადგილზე, თანაც ისე, რომ მოხერხებულიც იყოს და სხვა ნივთებისთვისაც დარჩეს ადგილი,  ჩნდება კითხვა – როგორ? დღეს გთავაზობთ იდეებს, თუ როგორ მოვათავსოთ სარეცხის მანქანა სააბაზანოში ისე, რომ სივრცის დაზოგვაში დაგეხმაროთ. გაითვალისწინეთ, სანამ სარეცხის მანქანას შეიძენთ, უპირატესობა მიანიჭეთ მცირე გაბარიტების მქონე მანქანას, თუ აბაზანა პატარაა. 1. მოათავსეთ ნიჟარის ქვეშ 2. მოათავსეთ ნიჟარის მაგიდის ქვეშ, რომელიც შესაძლოა იყოს ღია, ან კარით დახურული.  3. დადგით საშხაპე კაბინის გვერდით 4….

5,863 total views, 12 views today

Read More

სტუდიოს მოწყობა 53 კვ.მ–ზე

სტუდიოს მოწყობა 53 კვ.მ–ზე

ბოლო პერიოდში, შეიმჩნევა სტუდიოს ტიპის ბინების მომრავლების ტენდენცია, რაც საცხოვრებელი ფართის რაციონალურად გამოყენების სურვილს უკავშირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბინის ფართობი საკმაოდ მცირეა. გთავაზობთ 1 ოთახიანი, 53 კვ.მ. ფართის ბინის გადაკეთების ნიმუშს, რომელიც აერთიანებს იზოლირებულ საძინებელს, საგარდერობეს, კომპაქტურ სამუშაო და სპორტულ კუთხეს, ბარით გამოყოფილ სამზარეულო/სასადილო ოთახს და კომფორტული ინტერიერის ბევრ სხვა ნიუანსს. ჰოლი (6.4 კვ.მ): აქ ზედმეტი არაფერია – ჰოლის ფართობის შემცირების ხარჯზე, გაკეთდა საგარდერობე (3.5  კვ.მ) ოთახი რელსებზე მოძრავი სარკეებიანი კარით. მისაღები (11.5 კვ.მ): თანამედროვე სტილში გადაწყვეტილ ბინაში ყველა კუთხეს ინდივიდუალური სახე აქვს….

19,779 total views, 31 views today

Read More

როგორ მოვაწყოთ ბინა 35კვ/მ–ზე (ნაწილი 1)

როგორ მოვაწყოთ ბინა 35კვ/მ–ზე (ნაწილი 1)

ხშირად, ბინის ფართობს არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ მისგან მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი შექმნათ. მთავარია, რომ სარემონტო სამუშაოებს კრეატიულად მიუდგეთ და მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ. მაგალითისთვის, განვიხილოთ 34,5 კვ.მ ფართობის ბინა, რომლის დაგეგმარებაც შესაძლოა ბევრი თქვენგანის შთაგონების წყაროც გახდეს.  მაშ ასე, ეს ბინა ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის. მათ მინიმალური დანახარჯითა და დიზაინერთა პრაქტიკული რჩევების გათვალისწინებით, საკმაოდ ვიწრო სივრცე თანამედროვე, პრაქტიკულ და კომფორტულ საცხოვრებლად აქციეს. პირველ რიგში, მათ აიღეს  შიდა კედლები და საძინებელი სივცრის ზონირება…

7,373 total views, 13 views today

Read More

სამზარეულო 4–6 კვ.მ–ზე: რჩევები და ნიმუშები

სამზარეულო 4–6 კვ.მ–ზე: რჩევები და ნიმუშები

თუ თქვენი საცხოვრებელი ფართი არ გაძლევთ დიდი და ნათელი სამზარეულოს მოწყობის საშუალებას, არ ინერვიულოთ! კომფორტულად მოწყობილ პატარა სამზარეულოშიც არის შესაძლებელი, რომ თავი იდეალურად იგრძნოთ და სივრცის სიმცირემ არ შეგიშალოთ ხელი კულინარიული ნიჭის გამოვლენაში. დღეს ვისაუბროთ ისეთი მცირე ფართობის სამზარეულოზე, რომელიც 6 კვ.მ–ზე მეტს არ იკავებს და განვიხილოთ, თუ როგორ დავგეგმოთ და მოვაწყოთ ის მაქსიმალურად მოსახერხებლად. მთავარია, რაც შეიძლება კომპაქტურად მოვათავსოთ კარადები და თაროები სამზარეულოს ტექნიკასთან ერთად. ასეთი მინი–სამზარეულოს დიზაინის არჩევანი ძალიან დიდია, რომელიც შეგიძლიათ მზა…

17,580 total views, 38 views today

Read More
1 2 3 4 5