სავარძელი – ძველი სამგზავრო ჩანთისგან! (ფოტო–გაკვეთილები)

სავარძელი – ძველი სამგზავრო ჩანთისგან! (ფოტო–გაკვეთილები)

თუ სახლში ძველი სამგზავრო ჩანთა მოგეპოვებათ, რომლის გამოყენებასაც აღარ აპირებთ, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას! დღეს წარმოგიდგენთ მასტერ–კლასს, თუ როგორ ვაქციოთ ძველი ე.წ “ჩემოდანი” ვინტაჟურ სავარძლად, რომელიც ეგზოტიკურ ელფერს შემატებს თქვენს ინტერიერს. მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ნივთები: ძველი სამგზავრო ჩანთა; სახრახნისი; ჩაქუჩი, ჭანჭიკები და ლურსმნები; ღილები; მაკრატელი და წებო; 2 ცალი ხის დაფა; ხის ვიწრო პანელები; შესაბამისი ზომის ღრუბელი; სავარძლის ფეხები; ლამაზი ქსოვილი ზედაპირისთვის. ნაბიჯი #1.  სამგზავრო ჩანთის ზომაზე მოჭერით ხის დაფა, რომელსაც მოგვიანებით ჩააფენთ ჩანთაში, ეს სიმყარეს მიანიჭებს მას. საჭიროების შემთხვევაში, მოამრგვალეთ…

3,558 total views, 6 views today

Read More

როგორ შევარჩიოთ ლამინატი? პრაქტიკული რჩევები

როგორ შევარჩიოთ ლამინატი? პრაქტიკული რჩევები

სახლის რემონტი უამრავ თავსატეხს უკავშირდება, მითუმეტეს, თუ ამ სფეროში ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობას უჩივით. ერთ–ერთი პრობლემური საკითხია იატაკის საფარის, კონკრეტულად კი, ლამინატის შერჩევა. დღეისათვის, ლამინატი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ იატაკის საფარს, რომელიც გამოირჩევა ინსტალაციის სიმსუბუქით, სილამაზით, მრავალფეროვნებითა და პრაქტიკულობით. არსებობს უამრავი ნიუანსი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ლამინატის შეძენისას. უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ ლამინირებული იატაკის კლასები. ლამინატი: კლასიფიკაცია ლამინატის რამოდენიმე კლასს გამოყოფენ, რომელიც მისი გამძლეობის შესაბამისად განისაზღვრება. ზოგადად, გამოყოფენ საცხოვრებელი ბინისა და კომერციული ობიექტებისთვის განკუთვნილ ლამინატს. მისი ხარისხის კლასიფიცირების მიზნით,…

17,160 total views, 7 views today

Read More

სად და როგორ დავკიდოთ ტელევიზორი? 5 ძირითადი წესი

სად და როგორ დავკიდოთ ტელევიზორი? 5 ძირითადი წესი

სანამ ტელევიზორის კედელზე მონტაჟს დაიწყებთ, გაითვალისწინეთ 5 ძირითადი წესი იმისათვის, რომ შემდეგში უსაფრთხოდ, მოხერხებულად და კომფორტულად უყუროთ თქვენს საყვარელ გადაცემებს, ახალ ამბებსა თუ ფილმებს. 1. ოთახის რომელ კუთხეში მოვათავსოთ ტელევიზორი? გაითვალისწინეთ, რომ ტელევიზორისთვის ადგილის შერჩევა განაპირობებს შემდეგში ავეჯის განლაგებას ოთახში. წინასწარ გათვალეთ, თუ ოთახის რომელი ადგილიდან (ადგილებიდან) გსურთ მონიტორის ყურება – მხოლოდ დივანიდან, სასადილო მაგიდიდან, სამზარეულოს სამუშაო ზონიდან თუ ერთდროულად ყველა მხრიდან. ასევე გაითვალისწინეთ ფანჯრის მდებარეობა – თუ ტელევიზორს ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს განათავსებთ, დიდი ალბათობით, მონიტორი…

7,360 total views, 7 views today

Read More

შპალერის ნარჩენების გამოყენების საოცარი იდეები

შპალერის ნარჩენების გამოყენების საოცარი იდეები

შპალერის ნარჩენების გადაყრა რემონტის შემდეგ, არც თუ ისე კარგი აზრია! მისგან შესაძლებელია შესანიშნავი დეკორაციების გაკეთება, ამისათვის კი მხოლოდ ფანტაზია, შპალერი, მაკრატელი და წებო დაგჭირდებათ! გააფორმეთ ძველი კარადები, სათავსოები, წიგნის თაროები და სხვა ავეჯი მორჩენილი მასალით. შპალერი ასევე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენთ ყვავილის ვაზების გასაფორმებლად, სურათების დასამზადებლად, ჩარჩოთი ან მის გარეშე, რომელიც სადად შეღებილ კედლებს ძალიან მოუხდება. გარდა იმისა, რომ ამ გზით ძველი ავეჯი ახალ იერს შეიძენს, თქვენს მიერ გალამაზებული ნივთი ინტერიერის მთავარ აქცენტადაც შეიძლება იქცეს. გაინტერესებთ, როგორ შეიძლება  გამოვიყენოთ მორჩენილი შპალერი? …

11,551 total views, 6 views today

Read More

როგორ გავაფორმოთ სახლი სეგმენტური სურათებით

როგორ გავაფორმოთ სახლი სეგმენტური სურათებით

ინტერიერის გაფორმება შეიძლება ითქვას, რომ უსასრულო პროცესია, რამდენადაც ოთახის დეკორირების მეთოდები და საშუალებები მუდმივად იცვლება და ვითარდება. ამ სტატიაში ყურადღება შევაჩეროთ მოდულურ (სეგმენტურ) სურათებზე, რომელთაც ინტერიერში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა შეუძლიათ. ოთახი თანამედროვედ და უნიკალურად გამოიყურება მაშინ, როდესაც მასში თუნდაც ერთი უჩვეულო, ყურადღების მიმპყრობი ელემენტია, კედლის დეკორის შემთხვევაში კი სეგმენტური სურათები საუკეთესო გადაწყვეტილებაა.   თანამედროვე ინტერიერში სეგმენტური სურათები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს 2, 3, 4 ან მეტი ნაწილისგან. რომლებიც ერთიან სიუჟეტს ქმნიან. როგორც წესი, სურათების სიმაღლე ძირითადად 90–120…

4,928 total views, 5 views today

Read More

როგორ მოვაცილოთ ნაკაწრები ხის ავეჯს – 7 უნიკალური მეთოდი

როგორ მოვაცილოთ ნაკაწრები ხის ავეჯს – 7 უნიკალური მეთოდი

თითქმის ყველა დიასახლისის პრობლემაა ავეჯის ზედაპირზე, ლამინირებულ იატაკზე ან ხის კარზე გაჩენილი მცირე ნაკაწრები, რომლის “ამოვსებაც” საკმაოდ რთულია. ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია დაზიანებული ზედაპირიდან მათი სრული გაქრობა , თუმცა თქვენ შეგიძლიათ ეს დეფექტები მაქსიმალურად შეუმჩნეველი გახადოთ. თუ გსურთ, რომ თქვენი ავეჯი ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდეს, გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ ხერხებს: რჩევა #1. გამოიყენეთ ნიგოზი! შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვეულებრივ ნიგოზს, შუაზე ან ოთხად გაჭრილს თუ წაუსვამთ ნაკაწრებს, მათი შემჩნევა უკვე გაგიჭირდებათ. მთავარია, რომ ნაკაწრები ამოივსოს ზეთით, რომელსაც ნიგოზი უხვად…

6,994 total views, 5 views today

Read More

როგორ გავაკეთოთ კედლის თაროები საკუთარი ხელით

როგორ გავაკეთოთ კედლის თაროები საკუთარი ხელით

სულ არ არის პროფესიონალიზმი საჭირო იმისათვის, რომ ორიგინალური კედლის თაროები თავად გააკეთოთ, ამისათვის მხოლოდ კარგი წარმოსახვის უნარი და ის ნივთები დაგჭირდებათ, რომლებსაც ოჯახში აღარ იყენებთ, ან არასოდეს გიფიქრიათ, რომ მათი რაიმე სახით გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა. როგორ გავაკეთოთ კედლის თაროები საკუთარი ხელით? გთავაზობთ თაროების დამზადების 10 საუკეთესო იდეას, რომელიც სიმარტივითა და გენიალურობით გაგაოცებთ: 1. ძველ კიბეს თუ გადაღებავთ, შეგიძლიათ თაროს ფუნქცია შეუთავსოთ 2. გამოიყენეთ სხვადასხვა ფრად შეღებილი ძველი კარადის უჯრები  3. მყარი მასალის ფეხსაცმლის ყუთები შეღებეთ, მიამგრეთ საკიდი და…

11,469 total views, 7 views today

Read More

როგორ ვაქციოთ საძინებელი უფრო მყუდროდ?

როგორ ვაქციოთ საძინებელი უფრო მყუდროდ?

საძინებელი ოთახის სიმყუდროვის შექმნა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა მისი წარმატებით გადაჭრა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. იმისათვის, რომ მეტი კომფორტი შესძინოთ საძინებელს, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: 1. დაამატეთ საწოლს მეტი ბალიშები (სხვადასხვა ზომისა და ფერის), ასევე ფუმფულა გადასაფარებელი, სასურველია გრაფიკული პრინტებით, ან ოთახის სივრცის კონტრასტულ ფერებში, რაც მას კონტურულად გამოკვეთს. 2. დაამატეთ განათება! შეგიძლიათ აირჩიოთ მაგიდის ლამპები ან მიმართული სანათები, ჭერის დამატებითი ნათურები, ტორშერები ან თუნდაც დეკორატიული LED ნათურები. 3. დაამატეთ…

7,600 total views, 5 views today

Read More
1 2