10 საუკეთესო რჩევა პატარა აივნის მოსაწყობად

გაუზიარეთ მეგობრებს!

თუ თქვენი აივნის ფართობი საკმაოდ პატარაა, ეს დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს იმისათვის, რომ ლამაზად და ფუნქციურად მოაწყოთ იგი.  ამ შემთხვევაში, თქვენი ამოცანაა პატარა აივნის მსუბუქად, კრეატიულად და ორიგინალური აქსესუარებით მორთვა. გთავაზობთ პატარა აივნის მოწყობის ძირითად ხერხებს, რაც თქვენს სახლს დამატებით კომფორტულ ზონას შემატებს:

 1. დადგით კომპაქტური და მსუბუქი გარე ავეჯი, თავისთავად ცხადია, სივრცის დაზოგვისა და ასევე, სურვილის შემთხვევაში, წვიმის დროს სწრაფად და მარტივად ალაგების მიზნით.
 aivnis-mockoba balcony1

2. გამოიყენეთ კედლები, სადაც შეგეძლებათ დასაკიდი თაროებისა და დეკორაციების მოთავსება. ასევე შეგიძლიათ მწვანე კედლის მოწყობა.

 53-Mindblowingly-Beautiful-Balcony-Decorating-Ideas-to-Start-Right-Away-homesthetics.net-decor-ideas-48 aivani practical-balcony-storage-ideas-6

3. მცენარეებით დაამშვენეთ აივანი, მოაწყვეთ მინი–ბაღი.

 balkon2 uredidvojdom

4. აივანი შეღებეთ ღია ფერებში, მეტი თავისუფალი სივრცის შთაბეჭდილების შექმნის მიზნით. ასევე დადგით ღია ფერის ავეჯი და ნათელი ფერის მზისგან დამცავი გადახურვა.

 balkon8 balkon9

5. აივანს შემატეთ ფუნქციური დატვირთვა – მაგალითად, სკამის ან სავარძლის ქვეშ შეგიძლიათ სათავსოც გააკეთოთ, სადაც ინსტრუმენტებს ან სხვა ნივთებს შეინახავთ.

 balkon11
antique-home-interior-small-balcony-designs-pictures
 
 6. გააკეთეთ განათება. მართალია, დღის მანძილზე აივანს განათება არ სჭირდება, მაგრამ საღამოს, აივანზე ანთებული ფანრები, დეკორატიული სანათები ან ბრები ჯადოსნურ ატომოსფეროს შეგიქმნით.
 ikeavilagitas
36595-simple-balcony-decoration-house-design-house-decor-house_1440x900

7. შექმენით კომფორტი. ეცადეთ, რომ სკამები მაქსიმალურად რბილი და კომფორტული შეარჩიოთ, მოიმარაგეთ პლედები. გაითვალისწინეთ, რომ თუ ავეჯის აივანზე დატოვებას გეგმავთ ყველა სეზონზე, შეიძინეთ წყალგაუმტარი ქსოვილის ავეჯი და მდგრადი მასალის, მზეზე დეფორმაციას რომ არ იღებდეს.

 small-apartment-balcony-ideas-featured-e1367931444223
balkon14
Cane-three-piece-tea-table-The-cafe-tables-and-font-b-chairs-b-font-The-balcony

8. შეგიძლიათ ტექსტილი მრავალფეროვანი და ჭრელი პრინტებით შეარჩიოთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ, მოიწყვეთ პატარა ფრანგული კუთხე.

 აივნის დიზაინი balkon18 swedish-small-balcony-design

9. თუ სივრცე არ გაძლევთ მაგიდის დადგმის საშუალებას, მიმართეთ აივანზე მისამაგრებელ დასაკეც მაგიდას.

 balkon19Amazingly-Pretty-Decorating-Ideas-for-Tiny-Balcony-Spaces_10old-brick-wall-design-wit

10. აივანზე დივანის დატევას თუ ვერ ახერხებთ, იქნებ პატარა ზომის საქანელა მაინც მოთავსდეს? გამწვანებულ, განათებულ აივანზე, რბილ საქანელაში განტვირთვას რას შეედრება!

აივანი

Outdoor-wrought-iron-balcony-lounge-chair-cradle-swing-chair-hammock-chair-indoor-and-outdoor-balcony-Double

 

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge
დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს