ბოგი ფაბიანი : ჯადოსნური ინტერიერი

გაუზიარეთ მეგობრებს!

უნგრელი დიზაინერი ბოგი ფაბიანი ევროპაში კარგად ცნობილი მხატვარია, რომლის განსხვავებული და უნიკალური შემოქმედება გულგრილს არც თქვენ დაგტოვებთ. იგი ამჟამად ვენაში აგრძელებს წარმატებულ მოღვაწეობას და თავბრუდამხვევ ნიმუშებს ქმნის როგორც ინტერიერის დიზაინის სფეროში, ასევე კერამიკისა და ბოდი არტის მიმართულებით. მის ნამუშევრებს შეიძლება ვუწოდოთ დახვეწილი, გასაოცარი და ამაღელვებელი, რაც ავტორის მგრძნობიარე ხასიათის თამამი გამოვლენაა.

თუ ფიქრობთ, რომ ჭერზე მიმაგრებული პატარა მანათობელი ვარსკვლავები ინტერიერის შთამბეჭდავი შტრიხია, ბოგი ფაბიანი თქვენს შეხედულებას თავდაყირა დააყენებს! ბოგი ფაბიანი ულტრა-იისფერი საღებავის გამოყენებით საკუთარი ხელით ხატავს ინტერიერს, რომელიც სხვადასხვა დონის განათების ფონზე განსხვავებულად აისახება ოთახის კედლებზე. მისი ნამუშევრები პირველი შეხედვით, დღის შუქზე შესაძლოა ჩვეულებრივად მოგეჩვენოთ, თუმცა უჩვეულო ემოცია სწორედ მაშინ დაგეუფლებათ, როცა ოთახში შუქი ჩაქრება… თქვენ მოულოდნელად აღმოჩნდებით კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში, ოკეანის ფსკერზე ან მთვარის შუქზე მოლივლივე ჩანჩქერის პირას…

თვალი გადაავლეთ მის ჯადოსნურ შემოქმედებას და შეიგრძენით ზღვა ემოცია!

tumblr_ni6cygmCWB1taz58fo4_1280 picturi4 Murals-2 mural3 glowing-dark-interior-bogi-fabian-1 Bogi+Fabian+Av+11 b24a91d68c2e44b7aa0e97c315eff9d9 ბოგი ფაბიანი 0_149d64_c8425dc_orig

მასალის გამოყენების პირობები:

გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს