ბოჰემური სტილი თანამედროვე ინტერიერის ტენდენციებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რომელიც არც ისე დიდი ხანია, რაც წარმოიშვა და არაორდინალური ვიზუალით გამოირჩევა. ბოჰემური ინტერიერი – თვითმყოფადობით, თამამი ფერებით, სიმყუდროვითა და რაც მთავარია, თავისუფალი სტილით გამოირჩევა. ეს არის ადამიანის სულიერი სამყაროს, ცხოვრების სტილის გადმოცემა ინტერიერში, რომელიც მოსწონს და აკმაყოფილებს უპირველესად სახლის მფლობელს. ბოჰემურ სტილში არანაირი ჩარჩოები და შეზღუდვები არ არსებობს.
ბოჰემური სტილი: ძირითადი შტრიხები
1. თამამი ფერების კომბინაცია – რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ორი–სამი ფერის შერჩევით, ინტერიერის შევსება მისაღებია უამრავი ფერის ტექსტილით, ავეჯითა თუ დეკორით.
2. კომფორტული გარემო – მთავარია, რომ შექმნილი ატმოსფერო დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას იძლეოდეს. დივანი და სავარძლები, მარტივი ფორმის ავეჯი და ტექსტილი უპირველესად მფლობელის გემოვნებას უნდა ერგებოდეს და მის ფანტაზიას რეალობაში გამოსცემდეს.
3. თვითგამოხატვა – გააფორმეთ ოთახი მაგალითად, თქვენი საკოლექციო ნივთებით, საკუთარი ხელით შექმნილი დეკორებით, რეტრო სტილის აქსესუარებით და არ იფიქრებთ იმაზე, თუ რამდენად მოუხდება ეს ყველაფერი ინტერიერს.
4. ტექსტილის თავისუფალი არჩევანი – არ იზღუდებით ფერების, პრინტების, ქსოვილების ფაქტურებით და სხვა ნიუანსებით, შეგიძლია ყველაფერი ერთად, კომბინაციაში გამოიყენოთ.
მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge