გააკეთეთ 3D სურათი საკუთარი ხელით!
ვისაც გეხერხებათ საკუთარი ხელით დეკორაციების შექმნა, 3D სურათის გასაკეთებლად პრაქტიკულ იდეას გთავაზობთ. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:
- ჩარჩო;
- ფერადი დეკორატიული ქაღალდი და თეთრი მუყაო;
- საკანცელარიო დანა ან სკალპელი;
- ფანქარი, საშლელი;
- სახაზავი, მაკრატელი.
#1. პირველ რიგში, ვირჩევთ ქაღალდს და ვჭრით ჩარჩოს ზომაზე. სასურველია, რომ ქაღალდი იყოს მყარი, ფორმის შენარჩუნების მიზნით, ფონისთვის კი ნებისმიერი სისქის ქაღალდი გამოიყენეთ.
#2. გავაკეთოთ შაბლონი, რისი გამოსახვაც გსურთ სურათზე (ჩვენს შემთხვევაში, გულის ფორმის).
#4. ამოვჭრათ დახატული ფორმები ისე, რომ მთავარ ღერძს (შუა ნაწილს) არ შევეხოთ. შემდეგ ფრთხილად წავშალოთ მუყაოზე დარჩენილი ფანქრის ნაკვალევი.
#6. გამზადებულ სურათს ფონად ფერადი ქაღალდი დავამაგროთ და ჩავსვათ ჩარჩოში.
მიღებული შედეგი:
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნახატი და დაიწყეთ სურათის გაკეთება!
მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge
დატოვეთ კომენტარი