სულ არ არის პროფესიონალიზმი საჭირო იმისათვის, რომ ორიგინალური კედლის თაროები თავად გააკეთოთ, ამისათვის მხოლოდ კარგი წარმოსახვის უნარი და ის ნივთები დაგჭირდებათ, რომლებსაც ოჯახში აღარ იყენებთ, ან არასოდეს გიფიქრიათ, რომ მათი რაიმე სახით გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა. როგორ გავაკეთოთ კედლის თაროები საკუთარი ხელით? გთავაზობთ თაროების დამზადების 10 საუკეთესო იდეას, რომელიც სიმარტივითა და გენიალურობით გაგაოცებთ:
1. ძველ კიბეს თუ გადაღებავთ, შეგიძლიათ თაროს ფუნქცია შეუთავსოთ
2. გამოიყენეთ სხვადასხვა ფრად შეღებილი ძველი კარადის უჯრები
3. მყარი მასალის ფეხსაცმლის ყუთები შეღებეთ, მიამგრეთ საკიდი და მსუბუქი ნივთების დასადებად გამოიყენეთ
4. ერთმანეთზე გადაბმული სხვადასხვა ზომის ყუთები შეგიძლიათ ფერად-ფერადად შეღებოთ და ასიმეტრიულად განალაგოთ
5. ჩვეულებრივი, შეღებილი ფიცრებითა და ხის ლამაზი ტოტებით შეგიძლიათ ასეთი თაროები გააკეთოთ:
6. თაროები ტყავის ქამრებით გადააბით და მიამაგრეთ კედელს:
7. სურათის ჩარჩოში შეგიძლიათ თაროები ჩაამატოთ და საოცრად ლამაზი იერი მისცეთ:
8. თაროები ერთმანეთს სხვადასხვა მასალისა და ფერის თოკებით გადააბით და კარგად მიამაგრეთ კედელზე
9. შეკარით მარტივი გეომეტრიული ფიგურები ხის მასალისგან, შეღებეთ და ასიმეტრიულად ჩამოკიდეთ
10. თაროებს გადააკარით ლამაზი მატერია, დააწებეთ და შესძინეთ ახალი ელფერი:
ამ იდეების გათვალისწინებით, შეგიძლიათ უკვე მზა თაროებიც გადააკეთოთ, შეღებოთ, გაალამაზოთ და ინტერიერს მოარგოთ.
მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge