როგორ დავამაგროთ პლინტუსები: 3 მეთოდი

გაუზიარეთ მეგობრებს!

თუ გადაწყვიტეთ იატაკის საფარის განახლება, თქვენს წინაშე აუცილებლად დადგება პლინტუსების სწორად შერჩევისა და დამაგრების საკითხი. განვიხილოთ პლინტუსების დამაგრების ხერხები და მათი უპირატესობები. სწორად დაყენებული პლინტუსი შემდეგში არ შეგიქმნით დამატებით პრობლემებს, თუ შპალერის გამოცვლას დააპირებთ.

პლინტუსი მაგრდება იატაკის და კედლის გადაკვეთაზე. მისი ფერი იატაკს, ან კედელს უნდა შეესაბამებოდეს. პლინტუსი შეიძლება იყოს ხის, პლასტიკატის, ან მდფ–ის.

პლინტუსების დამაგრება: 3 მეთოდი

1. ყველაზე მარტივი პლინტუსის დაწებებაა. პლინტუსის დამაგრება წებოთი ან ლურსმნებით მიჭედება მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, თუ მის გამოყენებას მომავალში ხელმეორედ არ აპირებთ, რადგან დემონტაჟისას ის აუცილებლად დაზიანდება.

დაწებება

2. საკმაოდ ხშირად მწარმოებლები გვირჩევენ გამოვიყენოთ პლასტიკატის პლინტუსები სპეციალური სამაგრებით. მოცემულ სიტუაციაში, აუცილებელია სამაგრი ნაწილების ხრახნებით გამყარება. ისინი განაწილებული უნდა იყოს ერთმანეთისგან 30-35 სმ-ის დაშორებით. ამის შემდეგ, მათზე ხდება პლინტუსის დამაგრება. საბოლოოდ გამოდის მყარი დამაგრება, ხრახნები კი სრულიად შეუმჩნეველია. მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაშიც დემონტაჟია. პლინტუსის მოხსნას უპრობლემოდ შეძლებთ, მაგრამ დაზიანებული პლასტიკატის ხელახალ გამოყენებას ვეღარ მოახერხებთ.

პლინტუსები1 plintusebi-samagrebit

3. პლინტუსის დაყენება ხრახნების საშუალებით გაცილებით შრომატევადია, შედეგად კი მიიღებთ მყარ დამაგრებას (იხ. ფოტო). თქვენ შეძლებთ მის მოხსნას და ხელახლა დამაგრებას ნებისმიერ დროს.

plintusi

ხრახნები

 

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთოთ წყარო: luxhome.ge

 

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს