დეკორატიული აგური ინტერიერში

გაუზიარეთ მეგობრებს!

დეკორატიულ აგურს როგორც გარე ფასადის, ასევე ინტერიერის გასაფორმებლად ხშირად იყენებენ. იგი ჰარმონიულად ერწყმის ურბანისტულ, თანამედროვე ლოფტის სტილს.
დეკორატიული აგური შესაძლოა სხვადასხვა მასალის, ფერისა და ფორმის იყოს, მაგ: ნატურალური ან ხელოვნური ქვიშისგან დამზადებული, აკრილის, თეთრი ან ნაცრისფერი ცემენტის, ბუნებრივი ხრეშისა და მინერალური პიგმენტების ნაზავი და ა.შ.
დეკორატიული აგურის ინტერიერში გამოყენებას ბევრი დადებითი მხარე აქვს:

  • ესტეთიური სილამაზე;
  • ხანგრძლივი ექსპლუატაცია და გამძლეობა;
  • ქიმიური ზემოქმედების მიმართ მდგრადობა;
  • ხმისა და სითბოს იზოლაციის შესაძლებლობა;
  • ნესტგამძლე;
  • მონტაჟის სიმარტივე.

2282_file_2

დეკორატიული აგურით კედლის ზედაპირის გაფორმება დიდ პროფესიონალიზმს არ მოითხოვს. მისი საშუალებით წარმატებით დაფარავთ კედლის დეფექტებს ან მოაპირკეთებთ კედლის არასტანდარტულ ფორმებს. დეკორატიულ აგურს ყველაზე ხშირად იყენებენ თაღების, კოლონების გასაფორმებლად ან უბრალოდ ფრაგმენტულად, ინტერიერის დეკორატიულ აქცენტად.

ყავისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი, თეთრი, ნებისმიერი ტონის დეკორატიული აგური, რომელსაც თქვენ შეარჩევთ, უპრობლემოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მისაღები ოთახის, ასევე საძინებლის, სამზარეულოს და სხვა ოთახების ინტერიერში.

დეკორატიული აგურით მოპირკეთებული კედელი საუკეთესო ფაქტურული ფონია მაგალითად, პოსტერებისთვის, პანოებისთვის, ტელევიზორის მონიტორებისთვის და ა.შ.

8231 kirpich5 kirpich8-795x530 kirpich9-795x530 kirpich10-795x530 kirpichnaj-stena3 Гостиная2282_file_1

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს