ბოლო პერიოდში, აბაზანის დეკორატიული ფილებით გაფორმება აქტუალურ ტენდენციად იქცა. ორნამენტებიანი, სხვადასხვა პრინტებიანი ან განსხვავებული რელიეფის მქონე ფილების სადა ფილებთან კომბინაციისა და მათი განლაგების ბევრი ვარიანტის შემუშავება შეიძლება, თუმცა დღეისათვის ყველაზე გავრცელებულ მოდელებზე შევაჩეროთ ყურადღება:
⇒უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ კერამიკული ფილები ერთი მწარმოებლისა და ერთი კოლექციის იყოს, რადგან ხშირად მსგავსი ვიზუალის ფილები ერთმანეთისგან შეფერილობითა და ზომით განსხვავდება!
⇒ხშირად აბაზანის ოთახს რთული გეომეტრიული ფორმები აქვს, ამიტომ მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ არა ერთი ან ორი, არამედ უფრო მრავალფეროვანი მოსაპირკეთებელი მასალა, განსხვავებული ფაქტურით, მაგრამ ერთი ფერის გამის.
⇒კერამიკული ფილებით აბაზანის გაფორმების ყველაზე პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს ე.წ. “3D ეფექტის” კაფელი, რომელიც სინათლის ზემოქმედებით სხვადასხვა ფერად და ვიზუალურ ეფექტად აღიქმება.
სად გავაკრათ დეკორი და როგორ განვალაგოთ ფონი?
ამ კითხვას შემდეგი ილუსტრაციები უპასუხებს:
1). ვერტიკალური ზოლები
ამ შემთხვევაში, დეკორი წარმატებით გამოიყენება სტატიკური ნივთების ფონზე – ნიჟარისა და სარკის, უნიტაზის, ვანის, საშხაპე კაბინის გასწვრივ. კარგად გათვალეთ დეკორისთვის განკუთვნილი კედლის სიგანე, რომ არ “დაიკარგოს” ფილების ეფექტი.
2). ჰორიზონტალური ზოლები
ჰორიზონტალური “კანტი” შეიძლება განალაგოთ მთელი პერიმეტრის გასწვრივ, ეს შეიძლება იყოს ვიწრო, ან ფართო ფილები, თქვენი გემოვნების მიხედვით. ასაზომ ერთეულად შეგიძლიათ აიღოთ მაგალითად, ნიჟარასა და სარკეს შორის სივრცე, რომელსაც შეავსებთ დეკორით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი, ან რამოდენიმე ზოლი, ერთნაირი ან სხვადასხვა სიგანით.
3). პარალელური კედლების დეკორირება
ეს ვარიანტი გულისხმობს 2 კონტრასტული ფერის (ღია და მუქი), ან დიდი დეკორატიული ფილებისა და სადა ფონის კომბინაციას, რომლებსაც მოპირდაპირე კედლებზე გააკრავთ. კედლები გაიყოფა ორ კატეგორიად, კედლების დაბოლოება კი შეგიძლიათ ჩარჩოს ეფექტით შეკრათ.
4). კუთხის კედლებით ზონირება
ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ზემოაღნიშნულ მეთოდში, გამოიყენეთ კედლებზე კონტრასტული ფილები და გადააჯგუფეთ ავეჯი ზონების მიხედვით.
⇒ასევე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ პანორამული ფილების კომპლექტი, ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული!
მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge