ავეჯის შესაცვლელად გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე მარტივია. თუმცა, გამოსავალი შესაძლოა რუხი ფერის დივანში იპოვოთ, რადგან ის უპრობლემოდ ერგება ნებისმიერ ინტერიერს, იქნება ის კლასიკური, ჰაი–ტეკი თუ გლამურული. რუხი ფერის ფართო სპექტრი – ღია ფერიდან მუქ ნაცრისფრამდე, მოგცემთ საშუალებას, რომ თამამად შეუხამოთ იგი ინტერიერის ძირითად ფერებს. ქვემოთ მოყვანილია არგუმენტები, თუ რატომ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა დივანის შეძენისას რუხ ფერს!
#1. ნაცრისფერი – ყველაზე ნეიტრალური ფერია!
#2. მისი საშუალებით უპრობლემოდ განაახლებთ ოთახს, აღარ შეგაფერხებთ ფერთა შეხამებაზე ფიქრი! საკმარისია, ბალიშები შეარჩიოთ ინტერიერის შესაბამისი ფერის და რუხ დივანს ფონად გამოიყენებთ.
#3. ნაცრისფერი დივანი იდეალური კომპანიონია მკვეთრი ფერების სავარძლებისთვის. შეგიძლიათ სავარძლის ფერი ბალიშებიც დაალაგოთ რუხ დივანზე მეტი სიმკვეთრის მისაღებად;
#4. ის საუკეთესო დამატებაა როგორც ცივი, ასევე თბილი ტონებისთვის ოთახში. ამასთან, ადვილია მისი შეხამება კედლის დეკორაციებთან;
#5. ნაცრისფერი დივანი ყოველთვის ეფექტურია, რაც არ უნდა მარტივი ფორმის იყოს იგი. ის წარმოუდგენლად ელეგანტურია როგორც კლასიკურ სტილში, ასევე დიზაინერთა შემოქმედებაში;
#6. ღია ნაცრისფერს შეუძლია განსაკუთრებული სიმსუბუქე შესძინოს ინტერიერს;
#7. რუხი დივანი განსაკუთრებით მდიდრულ იერს ანიჭებს ინტერიერს, როცა მისი ფაქტურა წარმოადგენს ველვეტს, პლუშს, ტვიდს.
#8. მდიდრულ ნაცისფერ დივანს შეუძლია მისაღები ოთახის სავიზიტო ბარათად იქცეს და რაც უნდა შეცვალოთ მის ირგვლივ, იგი ყოველთვის ღირსეულ ადგილს დაიკავებს თქვენს ოთახში.
#9. თუ გსურთ, რომ ყურადღება გაამახვილოთ მაგალითად, სურათებზე ან ძვირფას კოლექციებზე, შეარჩიეთ სადა ღია ნაცრისფერი დივანი, რომელიც ზედმეტ ყურადღებას არ მიიქცევს.
#10. ნაცრისფერი ქსოვილის ავეჯი თითქმის ყველა მწარმოებლის კოლექციაშია წარმოდგენილი, რაც მისი შერჩევის პროცესს ძალინ ამარტივებს.
მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge