ინტერიერის დიზაინის ძირითადი აქცენტები 2021 წელს

გაუზიარეთ მეგობრებს!

ინტერიერის დიზაინის აქცენტები ყოველწლიურად იცვლება. 2021 წლის ძირითადი ტენდენციები ასე გამოიყურება:

1. სიმყუდროვე

ინტერიერის დიზაინერები თანხმდებიან, რომ 2021 წელს, ყველაზე აქტუალური ტენდენცია ინტერიერში სიმყუდროვის შექმნაა. ეს გარკვეულწილად ისეთი გლობალური ტენდენცია, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ლოქდაუნმა მოიტანა. სახლში დარჩენის აუცილებლობის გამო, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა მყუდრო ატმოსფეროს შექმნაზე, რაც შესაძლოა, მანამდე ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო ბევრისთვის.  პანდემიის ფონზე კი, ყველას სურს იგრძნოს სითბო, სიმშვიდე და სიმყუდროვე სახლში ყოფნის დროს.

2. მინიმალიზმი 

ისევ პანდემიას და სახლში სავალდებულო ყოფნის თემას თუ განვავრცობთ, 2021 წელს, მინიმალიზმი მეტად პოპულარული იქნება. ვინაიდან დიდი დროის გატარება სწორედ სახლში გვიწევს, სასურველია ისეთი ატმოსფერო შევიქმნათ, სადაც ოთახი „სუნთქავს“, მეტი თავისუფალი სივრცე გვქონდეს და არ იყოს გადატვირთული უსარგებლო ავეჯით თუ დეკორაციებით. მინიმალიზმი გულისხმობს, რომ მხოლოდ ის ნივთები გქონდეს ირგვლივ, რაც გვჭირდება და რაც ძალიან გვიყვარს. 

3. ბუნებასთან უფრო ახლოს

ბუნებასთან დაახლოებული აქცენტები წლევანდელი ინტერიერის დიზაინის აქტუალური ტრენდი იქნება. სასურველია, თუ გამოვიყენებთ ბუნებრივ მასალას, ხის ფაქტურას, ბევრ მცენარეს, ასევე ნატურალურ ფერებს და ტექსტილს, რაც ბუნების სიახლოვეს გვაგრძნობინებს. წელს პოპულარული იქნება ნატურალური ქსოვილები ინტერიერში.

4. მწვანე შეფერილობის სამზარეულოს კარადები 

2021 წელს, მწვანე ფერის სამზარეულო, ისევე როგორც ნაცრისფერი, პოპულარული ტრენდი იქნება. ამასთან, დიზაინერები ვარაუდობენ, რომ ნაცრისფერი სამზარეულო თანდათანობით გადავა მოდიდან და მას უფრო თამამი ფერები ჩაანაცვლებს. 

5. ჭრელი შპალერი

როგორც ვარაუდობენ, წელს ჭრელი შპალერი ბევრად უფრო მოთხოვნადი იქნება, ვიდრე გასულ წლებში. ინტერიერის დიზაინერები მიუთითებენ, რომ „ბებია-ბაბუების“ დროინდელი ჭრელი შპალერი მეტ ემოციურ შტრიხებს შემატებს ინტერიერს, ასევე ტრადიციებსა და ნოსტალგიას გაუსვამს ხაზს. ვინტაჟური ელემენტებით ინტერიერის დატვირთვა, მაგალითად, როგორებიცაა ყვავილებიანი შპალერი, ნაქსოვი გადასაფარებლები, ანტიკვარული ნივთები, წელს პოპულარობას შეიძენს. 

ინტერიერის დიზაინის შეცდომები

6. დაწნული ავეჯი 

დიზაინერების პროგნოზით, 2021 წელს განსაკუთრებით მოთხოვნადი დაწნული ავეჯი და აქსესუარები იქნება.

ინტერიერის დიზაინის აქცენტები 2021

ინტერიერის დიზაინის შემუშავებისას, გაითვალისწინეთ დიზაინერთა შემდეგი რჩევები:

X 2021 წელს, ერთ კედელზე გაკეთებული დეკორი, ე.წ. აქცენტური კედლები აღარ იქნება მოდური! 

X ერთნაირი ფაქტურის ავეჯის კომპლექტები თანდათან კარგავს პოპულარობას, რადგან მიიჩნევა, რომ იდენტური ავეჯი პიროვნების ინდივიდუალურ ხასიათს არ გამოხატავს. ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ საწოლი, ტუმბოები თუ სხვა ავეჯი, ჩვენი საჭიროებისა და გემოვნების შესაბამისად ავარჩიოთ და მხოლოდ ერთი მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული დიზაინით არ შემოვიფარგლოთ!

ინტერიერის დიზაინის აქცენტები

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს