ინტერიერის დიზაინი: სკანდინავიური ახალი წელი

გაუზიარეთ მეგობრებს!

სკანდინავიური სტილი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში საკმაოდ პოპულარულია. თუ გსურთ, რომ საახალწლოდ თქვენი სახლი სკანდინავიურ სტილში გადაწყვიტოთ, გთავაზობთ შესაბამისი დეკორაციების იდეებს! 

1. გამოიყენეთ “ჩრდილოეთის ირმების” გამოსახულებები

ირმები – ჩრდილოეთის თოვლიანი ქვეყნების, ზამთრისა და ახალი წლის სიმბოლოა. საახალწლო ირმებს ძირითადად წითელ ფონზე, თეთრ ფერში, ან პირიქით, ხატავენ. გამოიყენეთ ირმების გამოსახულებები დეკორატიულ ბალიშებსა და პლედებზე, რაც ძალიან ეფექტური იქნება. 

სკანდინავიური-ახალიწელი

2. ნაძვის ხე

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ახალი წლის უმთავრეს სიმბოლოს, ნაძვის ხეს. მორთეთ თქვენი ფანტაზიის მიხედვით, თუმცა გახსოვდეთ, რომ ის მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, გადატვირთვის გარეშე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის სათამაშოები და გირჩები, რადგან სკანდინავიურ დიზაინში ბუნებრივ მასალასა და ხის დეკორაციებს პრიორიტეტი ენიჭება. თეთრი და ნეიტრალური ფერის დეკორაციები უფრო მეტ სიმსუბუქეს და ჯადოსნურ ელფერს შესძენს თქვენს საახალწლო ნაძვის ხეს. 

scandinavian-newyear სკანდინავიური-ნაძვისხე

სტანდარტული ნაძვის ხის ალტერნატივად, შეგიძლიათ გააკეთოთ ნაძვის ფორმის დეკორი კედელზე.

 skandinaviuri-axali-celi newyearსაახალწლო-დეკორი

 3. სუფრა

გამოიყენეთ თეთრი, წითელი და გამჭვირვალე ჭურჭელი საახალწლო მაგიდაზე. გააფორმეთ თეთრი ან მბზინვარე შანდლებით, გირჩების და ფიფქების ფორმის დეკორაციებით.

საახალწლო-სუფრა

 4. გირლანდები და განათება

გააფორმეთ ინტერიერი ორიგინალური გირლანდებით, ჩამოკიდეთ კედელზე, ჭაღზე ან სადაც მოგესურვებათ. საახალწლო ნათურებიც შეგიძლიათ გირლანდებად გამოიყენოთ და ზღაპრული სივრცე შეიქმნათ.

girlandebi გირლანდები

5. სასაჩუქრე წინდები

არ დაგავიწყდეთ სასაჩუქრე წინდების ჩამოკიდება და დროდადრო მათი ტკიბლეულით ავსება!

SKANDINAVIURI

6. ბუნებრივი დეკორაციები

შესანიშნავი სკანდინავიური დეკორაციები ბუნებრივი ნაძვის პატარა ტოტებისგან შეგიძლიათ თავად დაამზადოთ და კრეატიულად გააფორმოთ ინტერიერი. გახსოვდეთ, ბუნებრივი ელემენტები – ეს სკანდინავიური სტილია!

dekori-skandinaviurad настенный-нг-декор-18

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს