ინტერიერის დიზაინი 2023 – ძირითადი ტენდენციები

გაუზიარეთ მეგობრებს!

ინტერიერის დიზაინი თანამედროვე ცხოვრების ტემპისა და რელობის შესაბამისად იცვლება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებდნენ. სწორედ ამ ფაქტმა შეცვალა მათი წარმოდგენა სივრცის შესახებ ესთეტიკური და ფუნქციონალური თვალსაზრისით. წელს ადამიანებს სურთ დატკბნენ თავიანთი სახლის ინტერიერით. ამიტომ ქმნიან პერსონალიზებულ სივრცეს ინდივიდუალური სურვილების გათვალისწინებით. ინტერიერის კონცეფცია უნდა ასახავდეს სახლის შიგნით ცხოვრების ბუნებრიობას, სილამაზეს, მნიშვნელობას და მის ისტორიას. გახსოვდეთ, მთავარია შექმნათ ინტერიერი, რომელიც თქვენში დადებით ემოციებს გამოიწვევს. ქვემოთ განვიხილოთ ინტერიერის დიზაინი 2023 წლის უახლესი ტენდენციები პროფესიონალი დიზაინერების რჩევების მიხედვით.

ინტერიერის დიზაინი 2023

ძირითადი ტენდენციები შეგვიძლია რამდენიმე პუნქტად შევაჯამოთ:

  1. უპირატესობა ენიჭება ღია და თბილ ფერებს;
  2. ხელნაკეთი ტექსტურები, ძველი ნივთების მეორე სიცოცხლე;
  3. აბაზანაში მეტი სიფერადის შეტანა;
  4. გლუვი ფორმები დეკორსა და ავეჯში, მკვეთრი ხაზების ნაცვლად;
  5. ვინტაჟური ავეჯი;
  6. ვერცხლისფერის დომინირება დეკორსა და ავეჯში;
  7. შექმენით განწყობა განათების საშუალებით;
  8. უპირატესობა ენიჭება ტრანსფორმირებად და მოდულურ ავეჯს;
  9. ბუნებრივი მასალები ბინის რემონტსა და დიზაინში;
  10. აღმოსავლური ელემენტები.
სამზარეულო

ინტერიერის დიზაინში დომინირებს ბუნებრივი მასალები – ქვა, ხე და მარმარილო. დიზაინერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მასალის ბუნებრივ თვალსაჩინოებას. უხეში, უსწორმასწორო ზედაპირი ან ხის კოჟრები არის აქტუალური ტენდენციები, რომლებიც უბიძგებს ადამიანს ხელი შეახოს ზედაპირს, რათა იგრძნოს კონკრეტული ტექსტურა.

თანამედროვე ტენდენციები ინტერიერის დიზაინში გულისხმობს ფერის პალიტრის შექმნას მოცულობითი ჩრდილების დახმარებით, რომლებიც შეესაბამება იმავე ფერს. თავად დიზაინის ნეიტრალიტეტი კომპენსირდება ტექსტურებისა და ფორმების სპექტრით. ამ გადაწყვეტის განსახორციელებლად, დიზაინერები იყენებენ კრემისფერს, რძისფერს, ყავისფერს. მათ უმატებენ კონტრასტულ აქცენტებს ნაცრისფერ, შავ, მუქ ლურჯსა და მწვანე ფერებში.

წელს აქცენტი კეთდება კომფორტულ და მყუდრო ატმოსფეროზე. მისი შექმნის შეუცვლელი დეტალია გლუვი ფორმა და დარბილებული სილუეტი. თუ ადრე დიზაინერები იყენებდნენ ავეჯს მკაფიო კუთხეებით, ახლა ყველაზე აქტუალურია დეკორი და ავეჯი გლუზი ხაზებით. ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები გვთავაზობს გამარტივებულ ფორმებს და ტექსტურის ნაზ შერწყმას. ამავდროულად, სასურველია ფორმა იყოს ასიმეტრიული: მაგალითად ტრადიციული სწორი დივნის ნაცვლად – დივანი მრგვალი ფორმებით.

2023 წელს ინტერიერის დიზაინში ჭარბად გამოიყენება სარკეები და შუშის ფაქტურა, რომელიც ავსებს შიდა სივრცეს ჰაერით და სინათლით. უფრო მეტიც, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ აქსესუარების და დეკორატიული ელემენტების სახით, არამედ ინტერიერის ტიხრების, ავეჯის და დიდი პანორამული ფანჯრების სახით.

არ არის აუცილებელი ბინის ინტერიერის დიზაინის ყველა ტენდენციის დაცვა მათი შექმნისას. საცხოვრებლის დიზაინის შექმნისას პროფესიონალი დიზაინერი ითვალისწინებს მფლობელის ინდივიდუალობას. მას შეუძლია შექმნას გარკვეული სტილი მკაცრი ჩარჩოების გარეშე და სხვადასხვა სტილის ელემენტების შერევით მოარგოს თქვენს გემოვნებას.

მისაღები ოთახი
დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს