შავ-თეთრი სამზარეულო: 15 მაგალითი

შავ-თეთრი სამზარეულო: 15 მაგალითი

შავ-თეთრი სამზარეულო შესანიშნავი გადაწყვეტილებაა პრაქტიკულობისა და ელეგანტურობის თვალსაზრისით. ფერთა ეს კომბინაცია ინტერიერში აქტუალობას არასოდეს არ კარგავს. უპირველესად განსაზღვრეთ, რომელი ფერი გსურთ, რომ დომინირებდეს სამზარეულოში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თეთრი ფერი ვიზუალურად აფართოვებს ოთახს და მეტ სიმსუბუქეს და სინათლეს მატებს მას, შავი კი – პირიქით. შესაბამისად, თეთრი ფერის სიჭარბე სასურველია პატარა ფართობისა და ნაკლებად ნათელი ოთახისთვის. შავ-თეთრი სამზარეულოს ინტერიერს სითბოსა და სიმყუდროვეს შესძენს ღია ფერის იატაკი. მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

Read More

კერამიკული ფეჩვორქი – მოდური და მიმზიდველი

კერამიკული ფეჩვორქი – მოდური და მიმზიდველი

კერამიკული ფეჩვორქი (patchwork) დეკორატიული ხელოვნების სახეობაა, რაც გულისხმობს ქსოვილის პატარა ნაჭრების გაერთიანებით ერთი დიდი გამოსახულების მიღებას. უკვე დიდი ხანია, ასეთი ტექნიკით შესრულებული ტექსტილი – საბნები, საწოლის გადასაფარებლები, ბალიშები და ა.შ. პოპულარობით სარგებლობს ინტერიერის დიზაინში, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ფეჩვორქის გამოყენებამ მოსაპირკეთებელ მასალებშიც. რამდენადაც დღეისათვის პოპულარობის პიკზეა უნივერსალური და ფუნქციური ინტერიერი ლაკონური ფორმებით, განსხვავებული ფაქტურებითა და მოდური დეტალებით, არჩევანის შეჩერება კერამიკულ ფეჩვორქზე შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება. დაათვალიერეთ კერამიკული ფეჩვორქის ნამუშევრები და დარწმუნდებით, რომ ეს არჩევანი…

Read More

ოთახის კუთხეების ათვისების 20 პრაქტიკული იდეა

ოთახის კუთხეების ათვისების 20 პრაქტიკული იდეა

ხშირად ფიქრობთ, რომ თქვენი სახლის ფართობი არ გაძლევთ ბევრი ნივთის შენახვის საშუალებას? ის ფაქტი, რომ სივრცე პატარაა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია მისი პირობითად “გაფართოვება”. ოთახის გამოუყენებელი კუთხეების ათვისების საშუალებით, შეძლებთ კიდევ უფრო მეტი სათავსოს შექმნას და კრეატიული იდეების რეალიზებას. კუთხეებში შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგალითად, წიგნების თაროები, პატარა კარადები, გამოიყენოთ კიბის ქვეშ არსებული სივრცე სხვადასხვა დანიშნულებით და ა.შ. გთავაზობთ ოთახის კუთხეების ათვისების 20 პრაქტიკული იდეას:   მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

Read More

ინტერიერის დიზაინის 5 ძირითადი ტენდენცია 2016 წელს

ინტერიერის დიზაინის 5 ძირითადი ტენდენცია 2016 წელს

2016 წლის ინტერიერის დიზაინი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ყურადღება შევაჩეროთ 5 ძირითად ტენდენციაზე, რომელთა გათვალისწინებაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი სახლის ინტერიერი მოდას არ ჩამორჩეს. ტრენდი #1: შემოუშვით ბუნება თქვენს სახლში! აუცილებელია, რომ თქვენს ინტერიერში ბუნებასთან სიახლოვე იგრძნობოდეს. განსაკუთრებით აქტუალურია მცენარეებით ინტერიერის გაფორმება, ასევე ნატურალური ხის ფასადის, ხის ავეჯისა და ბუნებრივი ტექსტურის გამოყენება იმისათვის, რომ 2016 წელს თქვენი ინტერიერი თანამედროვე ტენდენციებს შეესაბამებოდეს.   ტრენდი #2: ხელნაკეთი ნივთები შეავსეთ თქვენი ინტერიერი ხელნაკეთი ნივთებით! თუ თავად არ გეხერხებათ, შეგიძლიათ ადგილობრივ დიზაინერებს შეუკვეთოთ სასურველი ფორმისა…

Read More

შიდა კიბეების მოაჯირების გაფორმება საახალწლოდ ნებისმიერი გემოვნებისთვის

შიდა კიბეების მოაჯირების გაფორმება საახალწლოდ ნებისმიერი გემოვნებისთვის

შიდა კიბეების მოაჯირების გაფორმება საახალწლოდ განსაკუთრებით საინტერესო და ამავდროულად, საპასუხისმგებლოა, რადგან იგი თქვენს ინტერიერში ცენტრალური დეკორის ადგილს დაიკავებს. გთავაზობთ მრავალფეროვან იდეებს მოაჯირების მოსართავად, ნებისმიერი გემოვნებისთვის.         

Read More

ინტერიერის დიზაინი: სკანდინავიური ახალი წელი

ინტერიერის დიზაინი: სკანდინავიური ახალი წელი

სკანდინავიური სტილი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში საკმაოდ პოპულარულია. თუ გსურთ, რომ საახალწლოდ თქვენი სახლი სკანდინავიურ სტილში გადაწყვიტოთ, გთავაზობთ შესაბამისი დეკორაციების იდეებს!  1. გამოიყენეთ “ჩრდილოეთის ირმების” გამოსახულებები ირმები – ჩრდილოეთის თოვლიანი ქვეყნების, ზამთრისა და ახალი წლის სიმბოლოა. საახალწლო ირმებს ძირითადად წითელ ფონზე, თეთრ ფერში, ან პირიქით, ხატავენ. გამოიყენეთ ირმების გამოსახულებები დეკორატიულ ბალიშებსა და პლედებზე, რაც ძალიან ეფექტური იქნება.  2. ნაძვის ხე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ახალი წლის უმთავრეს სიმბოლოს, ნაძვის ხეს. მორთეთ თქვენი ფანტაზიის მიხედვით, თუმცა გახსოვდეთ, რომ ის მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, გადატვირთვის…

Read More

კედლის დეკორატიული პანელები ინტერიერში

კედლის დეკორატიული პანელები ინტერიერში

თქვენი სახლის გამორჩეული და ინდივიდუალური სტილის შესაქმნელად ერთ-ერთი მარტივი საშუალება კედლის დეკორატიული პანელების გამოყენებაა. დეკორატიული პანელები როგორც შემადგენელი მასალით, ასევე ვიზუალურად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. განვიხილოთ პანელების რამოდენიმე საოხეობა, მათი ფაქტურა და რეკომენდაციები, თუ რომელ ოთახშია მათი გამოყენება სასურველი. თაბაშირ-მუყაოს დეკორატიული პანელები ეს პანელების ყველაზე პოპულარული სახეობაა, მისი ღირებულების გათვალისწინებით.  თაბაშირ-მუყაოსგან დამზადებული პანელები ხელმისაწვდომი და გამძლეა, თუმცა მათი გაკვრა ხშირი მექანიკური ზემოქმედების გარემოში (მაგალითად, ვიწრო კორიდორში), არ არის რეკომენდებული. აღნიშნული მასალა სასურველია მოარიდოთ ნესტს, შესაბამისად, მათი გამოყენება უკეთესია საძნებელში,…

Read More

დეკორატიული აგური ინტერიერში

დეკორატიული აგური ინტერიერში

დეკორატიულ აგურს როგორც გარე ფასადის, ასევე ინტერიერის გასაფორმებლად ხშირად იყენებენ. იგი ჰარმონიულად ერწყმის ურბანისტულ, თანამედროვე ლოფტის სტილს. დეკორატიული აგური შესაძლოა სხვადასხვა მასალის, ფერისა და ფორმის იყოს, მაგ: ნატურალური ან ხელოვნური ქვიშისგან დამზადებული, აკრილის, თეთრი ან ნაცრისფერი ცემენტის, ბუნებრივი ხრეშისა და მინერალური პიგმენტების ნაზავი და ა.შ. დეკორატიული აგურის ინტერიერში გამოყენებას ბევრი დადებითი მხარე აქვს: ესტეთიური სილამაზე; ხანგრძლივი ექსპლუატაცია და გამძლეობა; ქიმიური ზემოქმედების მიმართ მდგრადობა; ხმისა და სითბოს იზოლაციის შესაძლებლობა; ნესტგამძლე; მონტაჟის სიმარტივე. დეკორატიული აგურით კედლის ზედაპირის…

Read More

როგორ განვაახლოთ ინტერიერი საშემოდგომოდ

როგორ განვაახლოთ ინტერიერი საშემოდგომოდ

ზაფხულის ცხელ დღეებს მალე შემოდგომის გრილი პერიოდი ჩაანაცვლებს. დროა ინტერიერის განახლებაზე ვიზრუნოთ, რადგან ახლა უფრო მეტი დროის გატარება მოგვიწევს ოთახში. გადავხედოთ დიზაინერთა რჩევებს, თუ როგორ მოვაწყოთ ინტერიერი საშემოდგომო თემატიკით ისე, რომ მივიღოთ თბილი და მყუდრო ატმოსფერო: 1. რადგან შემოდგომა მისთვის სახასიათო ფერებით გამოირჩევა, განვაახლოთ ინტერიერი თბილი და ნატურალური ფერებით. გამოვიყენოთ ყავისფერი, ნაცრისფერი, მწვანე, ბორდო, ნარინჯისფერი. 2. სამზარეულოს დეკორად გამოიყენეთ შემოდგომის მოსავალი – ფერადი ხილი და ბოსტნეული. 3. არ ჩამორჩეთ მოდას! წელს დეკორის სფეროში განსაკუთრებით აქტუალურია პრინტები,…

Read More

სკანდინავიური დიზაინი – როგორ მოვაწყოთ სახლი?

სკანდინავიური დიზაინი – როგორ მოვაწყოთ სახლი?

სკანდინავიური დიზაინი მსოფლიოში პოპულარული ტრენდია, რომელსაც სულ უფრო ხშირად ირჩევენ დიზაინერები. მისი ძირითადი შტრიხებია თეთრი, ნათელი ოთახები, შეღებილი კედლები, ნატურალური ხის იატაკი და ავეჯი, ორიგინალური კედლის დეკორები ან შავ–თეთრი პოსტერები, ფერადი ტექსტილი, მინიმალიზმი დიზაინში. როგორ მოვაწყოთ სახლი სკანდინავიური დიზაინით? ეს არც ისე რთულია, მთავარია დავიცვათ ფერთა ბალანსი! სკანდინავიური დიზაინი მინიმალიზმიდან მომდინარეობს: მისი მთავარი პრინციპებია სიმარტივე და ნათელი ფერები, ორგანულ მასალებზე ფოკუსირება და ფუნქციური დატვირთვა. შედეგად ვიღებთ ღია, თანამედროვე სივრცეს. თუ მკვეთრი აქცენტები, გეომეტრიული ფორმები და სიმსუბუქე გიზიდავთ,…

Read More
1 3 4 5 6 7