სამზარეულო Ferrari – ექსკლუზიური მოდელი იტალიური ავეჯის კომპანიისგან

სამზარეულო Ferrari – ექსკლუზიური მოდელი იტალიური ავეჯის კომპანიისგან

იტალიურმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ Snaidero დიზაინერთა ჯგუფთან Pininfarina Design House_თან ერთად მილანის ავეჯის სალონში წარმოადგინა ექსკლუზიური, თანამედროვე სამზარეულო Ferrari –ის მოტივებზე. მოდელი OLA 25 იტალიური სამზარეულოსა და ლეგენდარული ავტოსპორტის კონცეპციის ულამაზესი შერწყმაა, რომელიც დახვეწილ დიზაინსა და ფუნქციონალიზმს აერთიანებს. სამზარეულოს კარადები სახელურების გარეშეა, კარის მოყვანილობა კი ძალიან ჰგავს Formula 1–ის ორიგინალურ ფორმას, თავად კარადა კარგად ორგანიზებული სათავსოებისგან შედგება. ეს მინიმალისტური, ელეგანტური და ვიზუალურად სრულყოფილი სამზარეულო ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.      მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

Read More

ინტერიერი მაღალი მოდის მოყვარული ქალბატონებისათვის

ინტერიერი მაღალი მოდის მოყვარული ქალბატონებისათვის

გიზიდავთ მაღალი  მოდის სამყარო? ფიქრობთ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ მოდის სახლებისა თუ ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი კოლექციების მიმართ? იცით, რომ თქვენი ეს გატაცება შეგიძლიათ თქვენი სახლის ორიგინალური ინტერიერის თემად აქციოთ? გამოიყენეთ haute-couture შედევრები სახლის დეკორის ელემენტებად და შეიქმენით მოდური ინტერიერი.

Read More

იისფერი საძინებელი – შემატეთ ინტერიერს სითამამე!

იისფერი საძინებელი – შემატეთ ინტერიერს სითამამე!

საძინებელი ოთახის ფერების შერჩევისას, უმრავლესობა ხელმძღვანელობს წესით, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს მშვიდი, ნეიტრალური, ღია ფერის და ცდილობენ მოერიდონ თამამი და მკვეთრი ფერების გამოყენებას. დიზაინერები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ბევრი ჩვენგანი ნეგატიურად არის განწყობილი ექსპერიმენტებისა და სიახლის ძიების მიმართ. ისინი, ვინც მეტი სითამამით უდგებიან ინტერიერის ფერის შერჩევას, ყოველთვის მზად არიან რადიკალურად შეცვალონ ოთახის იერი და ზემოთ აღნიშნული შეხედულება ნეიტრალური ფერების მიმართ. შედეგად კი იღებენ განსხვავებულ, ორიგინალურ სივრცეს ფერების წარმატებით შეხამების გზით. იისფერი იმ ფერთა…

Read More

შეიგრძენით ოკეანე სამზარეულოში

შეიგრძენით ოკეანე სამზარეულოში

კომპანია “იმპერიალი” (დუბაი) ექსკლუზიურ 3D იატაკის დიზაინს ქმნის, რომლის ნახვა ჯერ-ჯერობით მხოლოდ სასტუმროებში, ოფისებსა და სავაჭრო ცენტრებშია შესაძლებელი. მათი პროდუქცია ძალიან პოპულარულია, რადგან ეს ოპტიკური ილუზია იატაკს საოცარ ვიზუალს ანიჭებს. იხილეთ 3D იატაკის ნიმუშები:  მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

Read More

ფერი, რომელსაც სახლში სიხარული და ბედნიერება შეაქვს

ფერი, რომელსაც სახლში სიხარული და ბედნიერება შეაქვს

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომელ ფერზე შეაჩეროთ არჩევანი თქვენი ოთახისთვის, ერთ-ერთ ვარიანტად მწვანეს გთავაზობთ! მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მწვანე ფერი ასოცირდება სიხარულთან, სიმშვიდესთან, იმედთან, კომფორტთან და ზოგადად, პოზიტივთან. მწვანე სიმბოლურად გაზაფხულს უკავშირდება, როცა ყველაფერი აყვავებული და განახლებულია. დიზაინერები აღნიშნავენ, რომ ინტერიერში მწვანე ფერის გამოყენება სახლს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს და მხიარულებით ავსებს.  მწვანე ფერის სპექტრი ძალიან მდიდარია, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ნებისმიერ ტონი, ღია ფერიდან – ზურმუხტისფერამდე. კედლების შეღებვისას შეგიძლიათ მწვანის რამოდენიმე ელფერის ერთად გამოყენებაც. მწვანე იდეალურად ეხამება…

Read More

ყველაზე ორიგინალური დიზაინის მაცივრების კოლექცია

ყველაზე ორიგინალური დიზაინის მაცივრების კოლექცია

ასეთი ორიგინალური დიზაინის მაცივრები თქვენ ჯერ არ გინახავთ! იტალიური კომპანია Coolors ცნობილია სამზარეულოს ტექნიკის ორიგინალურად გაფორმების ხელოვნებით, რომელთანაც ბევრი ცნობილი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია თანამშრომლობს, მათ შორის Bosch, Siemens, Smeg, Whirlpool, Haier. მათ, ვისაც საოცნებო სამზარეულოში განსხვავებული და პერსონალიზებული დიზაინის ელექტრო მოწყობილობები აინტერესებს, კომპანიამ ვიზუალურად გამორჩეული კოლექცია შესთავაზა. მაცივრის ზედაპირის დაფარვა ორიგინალური ან პირადი ფოტოებით, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების პირობებში პრობლემას არ წარმოადგენს. რაც მთავარია, საბოლოო შედეგი ერთნაირად აღაფრთოვანებს როგორც ტექნიკის მწარმოებლებს, ასევე მათ მომხმარებლებს. გთავაზობთ რამოდენიმე ნამუშევარს, რომელიც უზადო სილამაზით ავსებს თანამედროვე…

Read More

ომბრე სტილი ინტერიერში Ombre Style

ომბრე სტილი ინტერიერში Ombre Style

ომბრე გავრცელებული მიმდინარეობაა მოდის ინდუსტრიაში, რომელიც ბოლო დროს, აქტიურად შემოიჭრა ინტერიერის დიზაინშიც. ერთმანეთში გარდამავალ ფერთა გრადაცია მუქიდან ღია ფერისკენ, ამ სტილის ძირითადი მახასიათებელია. ომბრე სტილის ინტერიერში არა მხოლოდ კედლები შეიძლება იყოს გარდამავალი ფერებით შეღებილი, არამედ ავეჯი, ტექსტილი, დეკორაციები. ომბრეს ეფექტი შესაძლებელია მივიღოთ ასევე მოზაიკის საშუალებით. თუ მზად ხართ, სრულიად განსხვავებული შტრიხი შემატოთ თქვენს სახლს და გსურთ თამამ ექსპერიმენტებს მიმართოთ, სცადეთ ომბრე!  მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

Read More

2015 წლის ყველაზე მოდური ნივთები ინტერიერში

2015 წლის ყველაზე მოდური ნივთები ინტერიერში

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ინტერიერის ტენდენციები სწრაფად იცვლება, შესაძლებელია გამოვყოთ ის ძირითადი ნივთები, რომლებიც 2015 წელს აუცილებლად იქნება “მოდური”. წლევანდელი ტენდენციით, ყველაზე პოპულარული და “must have” ნივთები ინტერიერში ასე გამოიყურება: 1. გამჭვირვალე მასალის ავეჯი 2. ინდუსტრიული განათება – სანათები ვარვარა ნათურითა და მეტალის კარკასით 3. დეკორატიული ბალიშები გრაფიკული პრინტით 4. სურათები კედელზე ან ფოტო შპალერი 5. მზის ფორმის სარკე   მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ  წყარო: luxhome.ge  

Read More

ბოჰემური სტილის ინტერიერი: არაორდინალური Boho Style

ბოჰემური სტილის ინტერიერი: არაორდინალური Boho Style

ბოჰემური სტილი თანამედროვე ინტერიერის ტენდენციებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რომელიც არც ისე დიდი ხანია, რაც წარმოიშვა და არაორდინალური ვიზუალით გამოირჩევა. ბოჰემური ინტერიერი – თვითმყოფადობით, თამამი ფერებით, სიმყუდროვითა და რაც მთავარია, თავისუფალი სტილით გამოირჩევა. ეს არის ადამიანის სულიერი სამყაროს, ცხოვრების სტილის გადმოცემა ინტერიერში, რომელიც მოსწონს და აკმაყოფილებს უპირველესად სახლის მფლობელს. ბოჰემურ სტილში არანაირი ჩარჩოები და შეზღუდვები არ არსებობს. ბოჰემური სტილი: ძირითადი შტრიხები 1. თამამი ფერების კომბინაცია – რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ორი–სამი ფერის შერჩევით, ინტერიერის შევსება მისაღებია უამრავი…

Read More

ბუხარი თანამედროვე ინტერიერში

ბუხარი თანამედროვე ინტერიერში

ბუხარი ძირითადად ზამთართან, ცივ და თოვლიან ამინდთან ასოცირდება, თუმცა მისი არსებობა ინტერიერში მუდმივად სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას გვიქმნის. ბუხარი არა მხოლოდ გათბობის საშუალებას, არამედ ლამაზ და ორიგინალურ დეკორაციას წარმოადგენს, რომელმაც წლების განმავლობაში ფორმის, დიზაინისა და დანიშნულების ცვლილების ეტაპები წარმატებით გაიარა. დღეისათვის, თანამედროვე ინტერიერში ბუხარი შეიძლება იყოს როგორ აგურის/ქვის, ასევე მეტალის, შუშის, სხვადასხვა მასალისა და ფორმის, ელექტრონულიც კი, რომლის დანიშნულება არა მხოლოდ სითბოს გამოყოფა, არამედ კედლების დამშვენება და ოთახებს შორის გამყოფი კედლის ფუნქციის შეთავსებაც კი არის….

Read More
1 4 5 6 7