დიზაინერი კარიმ რაშიდი თბილისში: მასტერკლასი “შეცვალე სამყარო”

გაუზიარეთ მეგობრებს!

23 მარტს, მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ინდუსტრიული დიზაინერი, კარიმ რაშიდი თბილისს ეწვია. კარიმ რაშიდის შემოქმედების მოყვარულთ შესაძლებლობა მიეცათ პირადად შეხვედროდნენ „ფერების მეფედ“ წოდებულ დიზაინერს და უშუალოდ მისგან მიეღოთ მასტერკლასი  –  „შეცვალე სამყარო“. მასტერკლასი არქიტექტურული პროექტის АРХ|CAFFÉ ნაწილია, რომლის ორგანიზება უკრაინულ ჟურნალს „Дом и Интерьер“ ეკუთვნის, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით.

რაშიდი გამორჩეული ორიგინალურობით საუბრობს დიზაინის როლზე ყოველდღიურ ცხოვრებაში და თანამედროვე ეპოქის გამოწვევებზე. დღევანდელი ცხოვრების სტილი მოითხოვს არა მხოლოდ კომფორტს, არამედ დაბალბიუჯეტიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ბიოდეგრადირებადი პროდუქციის ჰარმონიულ შერწყმას დიზაინთან.

დიზაინი ტექნოლოგიის განუყოფელი ნაწილია და მასთან ერთად ვითარდება. კარიმ რაშიდმა აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული შესაძლებლობების ეპოქაში, კიდევ უფრო მეტი საშუალება გვეძლევა ინოვაციური პროდუქციის შესაქმნელად, რაც  დიზაინისა და არქიტექტურის სფეროსთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. ადამიანი მუდმივად ქმნის სიახლეს და ძიების პროცესშია,  დროსთან შესაბამისობა კი საკუთარ კვალს ტოვებს (მაგალითად, ობიექტებზე დაკვირვებით შეგვიძლია გავარკვიოთ, რომელ ეპოქას ეკუთვნის ესა თუ ის შენობა). სწორედ ეს არის სამყაროს ცვლილება, რომელიც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მასში საკუთარი წვლილის შეტანა. 

რაშიდიKarim

რაშიდი რაშიდი

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს