თუ გარკვეული პერიოდის განმავლობში თვალს ადევნებთ ინტერიერის დიზაინის ტენდენციებს, ეცნობით თემატურ ჟურნალებს ან უბრალოდ ათვალიერებთ ფოტოებს, აუცილებლად შეამჩნევთ, როგორ სწრაფად იცვლება მიდგომები. თანამედროვე სტილის მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, რეალიზდეს ყველაზე თამამი და ფანტასტიური იდეები.
სანამ დავიწყებთ საუბარს კერამიკული ფილების წლევანდელ ტენდენციებზე, გაგიზიარებთ დიზაინერთა მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ რა აღარ არის მოდაში!
აქტუალური აღარ არის:
1). ე.წ. კაფელის “კანტები” და ვიწრო არშიები, რაც ასე პოპულარული იყო გასულ ათწლეულში.
2). ყვავილებისა და ფოთლების კომპოზიციები კაფელის დეკორად – მსგავსი დეკორატიული ფილები ფართო ჰორიზონტალური ან ვერტიკალური განლაგებით, საკმაოდ აქტუალური იყო გასულ წლებში, თუმცა დიზაინერები თვლიან, რომ ყოველწლიურად იმდენად მრავალფეროვანი და ორიგინალური კაფელის ფორმები და გამოსახულებები იქმნება, რომ ყვავილებისა და ფოთლების მოტივებზე არჩევანის შეჩერება მოდურად ვეღარ ჩაითვლება.
3). კაფელის სტანდარტული ზომები და ტრადიციული განლაგება – მოდურად არ ითვლება საშუალო ზომის კაფელი, მაგალითად 25х35 სმ. აქტუალურად რჩება დიდი და მცირე ზომის ფილები (15х15, 20х20 სმ). ასევე მოძველებურად მიიჩნევა ფილების მკაცრად სიმეტრიული განლაგება.
კაფელის მოდური ტენდენციები
1). კერამიკული ფილების შერჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ მის ფორმებზე: ის უნდა იყოს არასტანდარტული ფორმის, მაგალითად, რომებები, მრავალწახნაგები და ა.შ. ამასთან სასურველია, თუ ერთ ფერში იქნება გადაწყვეტილი.
2). წელს მოდურად მიიჩნევა რელიეფური კაფელი, რომლის ზედაპირის აღქმა შესაძლებელია.
3). დიზაინერები აღნიშნავენ, რომ წელს მოდაშია ფეჩვორქის სტილი, არაბული, მაროკოული მოტივების გამოსახულებები ფილებზე, ასევე კალეიდოსკოპური ფიგურები.
4). თუ მაინც გსურთ კაფელის არშიის გამოყენება, გამოიყენეთ ძალიან ვიწრო დეკორატიული ფილა, არაუმეტეს 2 სმ-ისა.
შეგიძლიათ ფილები განალაგოთ “ნაძვისხის” ან “აგურის” პრინციპით, რაც წელს ძალიან აქტუალურია. სარკისებრი ზედაპირი თუ ექნება კაფელს, ის განსაკუთრებით მოდურ იერს შემატებს ინტერიერს.
მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge