კვერცხის შეღებვა – ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე სააღდგომო ტრადიციაა, ხოლო შეღებვისა და გაფორმების მეთოდები – მრავალფეროვანი. თუ უპირატესობას არ ანიჭებთ ხელოვნურ საღებავებს, გთავაზობთ ნატურალურ საშუალებას იმისათვის, რომ სააღდგომო კვერცხები ლამაზად და ორგინალურად გამოიყურებოდეს. კვერცხების მოხატვა მცენარეების საშუალებით მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდია.
კვერცხების მოსახატად დაგჭირდებათ:
- ბუნებრივი საღებავი (ენდრო, ხახვის ფოთლები და ა.შ. იხ სტატია)
- ნეილონის წინდა (“კალგოტკა”)
- სხვადასხვა ფორმის ფოთლები ან ყვავილები
1. აიღეთ სასურველი ზომისა და ფორმის ფოთლები: ულამაზესი ფორმები გამოდის ოხრახუშის, გვიმრის, კამის, ალუბლის და მარწყვის ფოთლებით.
2. ფოთლები მჭიდროდ დააფიქსირეთ კვერცხზე წინდის საშუალებით და შეღებეთ
3. შეღებილ კვერცხებს ფრთხილად მოვაცალოთ ფოთლები და კარგად გავაშროთ. შემდეგ ბრწყინვალების მისაცემად, გავაპრიალოთ ზეთში დასველებული ბამბის საშუალებით.
მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge