სამზარეულოს მოწყობის ერთ-ერთი ოპტიმალური გადაწყვეტაა კუთხის ნიჟარის დამონტაჟება, რაც სივრცის დაზოგვის საუკეთესო ხერხია. ყველაზე ხშირად, Г-ფორმის სამზარეულოს ავეჯის შემთხვევაში, კუთხეში თავსდება ნიჟარა, რასაც შემდეგი უპირატესობები გააჩნია:
1. კუთხის ნიჟარა უფრო მეტ სივრცეს ტოვებს სამზარეულოს სამუშაო სივრცისა და სათავსოებისათვის, ვიდრე მაგალითად, ცენტრში მოთავსებული ნიჟარა;
2. ფორმისა და ფერების დიდი არჩევანის წყალობით, მარტივია ინტერირისთვის მისი შეხამება;
3. კუთხის ნიჟარის ქვეშ უფრო დიდი ადგილი რჩება ნაგვის ურნის ან სხვა ნივთების მოსათავსებლად.
რჩევა:
მიუხედავად ფორმისა, აუცილებელია, რომ ნიჟარის სიღრმე 20 სმ. მაინც იყოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, წყლის შხეფების ყველა მხარეს გაფანტვას თავიდან ვერ აიცილებთ.
ნიჟარის მასალა:
ნიჟარების დასამზადებლად სხვადასხვა მასალას იყენებენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ჟანგმედეგი ფოლადი (ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი ვარიანტი), ბუნებრივი ან ხელოვნური ქვა (საკმაოდ ძვირად ღირებული), კერამიკა (საკმაოდ მყიფე, მაგრამ ლამაზი). უნიკალური ინტერიერის შექმნის მიზნით, დიზაინერები იყენებენ მინის, ბამბუკის ან ხის ფაქტურის ნიჟარებს, თუმცა მათი დანიშნულება უფრო ვიზუალური სილამაზეა, ვიდრე ექსპლუატაციის მახასიათებლები.