მსოფლიოს Top 3 დახურული აკვა–პარკი

გაუზიარეთ მეგობრებს!

სხვადასხვა შეფასებებით, მსოფლიოს 3 ყველაზე დიდი დახურული აკვა–პარკი ასე გამოიყურება:

 

#3 პეკინის ეროვნული ოლიმპიური აკვა–ცენტრი, ჩინეთი

ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული გასართობი ცენტრში პეკინში არის აკვა–პარკი, რომელიც 2008 წლის ოლიმპიადისთვის აშენდა და განახლებული სახით, ამჟამად ყველაზე დიდი აკვა–პარკია აზიაში. კომპლექსი გაშლილია 12 ათას კვ/მ ფართობზე და მოიცავს უამრავ ტალღოვან აუზს, ზარმაც მდინარეებს, 13 სასრიალოს და სპა ზონებს. ექსტერიერის ვიზუალიდან გამომდინარე, მას წყლის კუბსაც უწოდებენ.

#2 World Waterpark, კანადა

კანადაში მდებარე World Waterpark 2.1 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. აქ ყველაზე მაღალი ჩამოსასრიალებელი მილებია – ტვისტერი და ციკლონი, ორივე 25 მეტრი სიმაღლის. აკვა–პარკი 40 ათას ვიზიტორს იტევს.

#1 Tropical Islands Resort, გერმანია

გერმანიაში მდებარე Tropical Islands Resort პირველობას არავის უთმობს! 6.6 ჰექტარზე გაშლილი აკვა–პარკი საუკეთესო გასართობი ადგილია ხელოვნური ტყეებით, სანაპიროებით, პალმებით და ყველა ნიუანსით, რაც ვიზიტორებს პლაჟის სრულყოფილ განცდას ჰგვრით!

მსოფლიოს

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს