პარიზული პატარა ბინა 25 კვ/მ ფართობზე

გაუზიარეთ მეგობრებს!

პატარა ბინა, რომლის ფართობიც რამოდენიმე ათეულ კვადრატულ მეტრს არ აღემატება, არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა პარიზში, რაც უპირველესად, ამ ქალაქში საცხოვრებელი ფართის ღირებულებას უკავშირდება. იმის გამო, რომ პატარა ფართობის ბინა შედარებით ხელმისაწვდომია, მცირე სტუდიოს ტიპის ბინები აქ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, მით უფრო, თანამედროვე ახალგაზრდებს შორის. ინტერიერის დიზაინერებსაც უამრავი თავსატეხი აქვთ – მათ კრეატიულად უნდა გადაწყვიტონ მცირე ფართობის პრობლემა და ის სრულყოფილ საცხოვრებლად აქციონ!

ბინა, რომელსაც დღეს ვირტუალურად ვეწვევით, პარიზის ცენტრში მდებარეობს და 25 კვ/მ შეადგენს, თუმცა, აქ ყველაფერია კომფორტულად ცხოვრებისთვის: სამზარეულო, საძინებელი, მისაღები და კიდევ ბევრი სათავსო ნივთების შესანახად. ბინის მფლობელების სურვილი იყო, რომ ინტერიერი კლასიკურ სტილში გადაეწყვიტათ, პასტელური ფერებითა და თანამედროვე დიზაინის მინიმალური ელემენტებით.

ზოგადად ითვლება, რომ კლასიკური ინტერიერისთვის დიდი ფართია საჭირო, თუმცა დაწრმუნდებით, რომ რამოდენიმე ათეული კვადრატული მეტრიც საკმარისია კლასიკურ სტილში ბინის მოსაწყობად. ამ პარიზულ ბინაში კომფორტი და ჰარმონია უდაოდ ერწყმის ერთმანეთს.

პატარა-ბინა

ბინის შესანიშნავმა მართკუთხა განლაგებამ და სამმა დიდმა ფანჯარამ ხელი შეუწყო დიზაინერების ჩანაფიქრის განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ რემონტისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი დიდი არ იყო, ბინის მფლობელებმა გადაწყვიტეს, ავეჯზე თანხა არ დაეზოგათ. დივანი, რომელიც მისაღებში დგას, ანტიკვარიატში შეიძინეს, ხოლო დანარჩენი ავეჯი საუკეთესო ფრანგ მწარმოებლებს დაუკვეთეს. დიზაინერებმა პოსტერები, მართკუთხა ჩარჩოები და სარკეები  სივრცის ვიზუალურად გასადიდებლად და ოთახის პროპორციულობის გამოსაკვეთად გამოიყენეს .

bina-25kv

შესასვლელში ჩაშენებულია ტევადი კარადა ბევრი სათავსოთი, სამზარეულო კი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა, ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი, მათ შორის, ჭურჭლის სარეცხი მანქანითაც. მისაღებ ზონას საძინებლისგან დეკორატიული შირმა ჰყოფს.

parizis-bina sarmantan-pariski-stan05პატარა-ბინა-პარიზშიპატარა-ბინა

სხვათაშორის, ეს პატარა ბინა წარმატებით ქირავდება და აქ 1 დღე-ღამის გატარება 150-330 ევროს ფარგლებში მერყეობს.

 proeqti

 

 

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს