ამ პატარა ბინის მაგალითზე თქვენ შეგიძლიათ იდეალურად დაგეგმოთ ბინის დიზაინი 25 კვ/მ–ზე. ბინის ინტერიერი ძირითადად ზამთრის მოტივებზეა მორგებული, პარიზული სტილის ელემენტებით. თუმცა, ინტერიერის თემატიკა თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ.
აღნიშნული ბინის ინტერიერის ძირითადი ფერია თეთრი, ფირუზისფერი აქცენტებით და ნეიტრალური პალიტრით. რაც ამ ბინის გამორჩეულს ხდის, არის კარგად დაგეგმლი დეტალები: უმთავრესი, რაც ალბათ თქვენს ყურადღებას იპყრობს, არის ფარდა 3დ პრინტით, გაშლილი სივრცის პეიზაჟით, რაც ოთახს ვიზუალურად ზრდის. ერთნაირი აქცენტური გამოსახულებები ხალიჩაზე, ბალიშებზე, სათავსოებზე, კალათებზე.გამორჩეულ როლს ასრულებს ბუხრის იმიტაცია (ელექტრო), შეშის ფორმის დეკორატიული ბალიშებით, რაც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს ინტერიერს.
ოდრი ჰეპბერნის ფოტოები და Tiffany & co. ბრენდული ფერის სათავსოები მაღალი მოდის პარიზული განწყობით ავსებს ინტერიერს. ფანჯრის ფორმის სარკე კი ორიგინალური გადაწყვეტაა, სივცრის გაფართოების თვალსაზრისით.
ამ პატარა და ლამაზ დივანს ფარდის მხარეს თუ გადაადგილებთ, ჩაშენებული კარადიდან საწოლის გადმოხსნასაც მოახერხებთ! საწოლის ირგვლივ, საჭირო სათავსოებსაც შეამჩნევთ.
ყურადღება მიაქციეთ კომოდს, რომელიც სათავსოდ გამოიყენება და ამავდროულად, ტრანსფორმირდება! უკანა მხარეს არსებული გამოსაწევი სასადილო მაგიდა 2 პერსონისთვის კარგი გადაწყვეტაა სივრცის ეკონომიისთვის. ეს კონსოლი ასევე გამოყოფს სამზარეულო ზონას. მოპირდაპირე მხარეს ერგონომიული, ჩაშენებული სამზარეულოა.
რაც შეეხება აბაზანას, ის იმეორებს მისაღები ოთახის თემას, სადაც დამატებულია ხის ფაქტურა და ნეიტრალურ ფერთა პალიტრა.
მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge