როგორ დავგეგმოთ პატარა სივრცე მოხერხებულად: პროექტი 5:1

გაუზიარეთ მეგობრებს!

პატარა სივრცის მაქსიმალურად ათვისების პრაქტიკა უკვე ახალ მწვრვალებს იპყრობს.

ნიუ იორკში მდებარე ამ სახლს ხუთი–ერთში უწოდეს, რადგან MKCA–ის პროექტის საშუალებით, 36 კვ. მ–ზე 5 ფუნქციური ზონის განთავსება გახდა შესაძლებელი. მანჰეტენზე მდებარე ეს პატარა აპარტამენტი არის თანამედროვეობის, კრეატიულობისა და ფუნქციონალიზმის შერწყმის საუკეთესო ნიმუში, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღნიშნულ პროექტში მთავარი კრეატიული ელემენტი არის მოტორიზებული მოძრავი კედელი, რომელიც სხვადასხვა საცხოვრებელი ზონის გადაადგილების საშუალებას იძლევა: სამუშაო, საძინებელი, საგარდერობე, სამზარეულო–სასადილო და სააბაზანო ზონები. მოძრავი კედელი დღის და ღამის ზონებად ყოფს სივრცეს. დღის განმავლობაში, როცა საწოლი აკეცილ მდგომარეობაშია, ოთახი სამუშაო და მთავარ საცხოვრებელ ზონად გარდაიქმნება. კიდევ ერთი უმთავრესი კრეატიული ელემენტია 180 გრადუსით მბრუნავი ტელევიზორი,  რომლის ყურებაც შესაძლებელია როგორც დივანიდან საცხოვრებელ ზონაში, ან საწოლიდან, გაშლილი საძინებელი ზონიდან.

პატარა სივრცეmodern-apartment-2architecture-modern-apartmentmodern-apartment-5modern-apartment-7modern-apartment-6modern-apartment-3modern-apartment-8 modern-apartment-9 modern-apartment-10 modern-apartment-12 modern-apartment-14 modern-apartment-15 modern-apartment-16 modern-apartment-17 modern-apartment-19

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს