როდესაც სახლის ფართობის სიმცირე მოითხოვს, რომ მაქსიმალურად კომპაქტურად მოვათავსოთ ტექნიკა სასურველ ადგილზე, თანაც ისე, რომ მოხერხებულიც იყოს და სხვა ნივთებისთვისაც დარჩეს ადგილი, ჩნდება კითხვა – როგორ? დღეს გთავაზობთ იდეებს, თუ როგორ მოვათავსოთ სარეცხის მანქანა სააბაზანოში ისე, რომ სივრცის დაზოგვაში დაგეხმაროთ. გაითვალისწინეთ, სანამ სარეცხის მანქანას შეიძენთ, უპირატესობა მიანიჭეთ მცირე გაბარიტების მქონე მანქანას, თუ აბაზანა პატარაა. 1. მოათავსეთ ნიჟარის ქვეშ 2. მოათავსეთ ნიჟარის მაგიდის ქვეშ, რომელიც შესაძლოა იყოს ღია, ან კარით დახურული. 3. დადგით საშხაპე კაბინის გვერდით 4….
Read Moreრემონტი
სტუდიოს მოწყობა 53 კვ.მ–ზე
ბოლო პერიოდში, შეიმჩნევა სტუდიოს ტიპის ბინების მომრავლების ტენდენცია, რაც საცხოვრებელი ფართის რაციონალურად გამოყენების სურვილს უკავშირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბინის ფართობი საკმაოდ მცირეა. გთავაზობთ 1 ოთახიანი, 53 კვ.მ. ფართის ბინის გადაკეთების ნიმუშს, რომელიც აერთიანებს იზოლირებულ საძინებელს, საგარდერობეს, კომპაქტურ სამუშაო და სპორტულ კუთხეს, ბარით გამოყოფილ სამზარეულო/სასადილო ოთახს და კომფორტული ინტერიერის ბევრ სხვა ნიუანსს. ჰოლი (6.4 კვ.მ): აქ ზედმეტი არაფერია – ჰოლის ფართობის შემცირების ხარჯზე, გაკეთდა საგარდერობე (3.5 კვ.მ) ოთახი რელსებზე მოძრავი სარკეებიანი კარით. მისაღები (11.5 კვ.მ): თანამედროვე სტილში გადაწყვეტილ ბინაში ყველა კუთხეს ინდივიდუალური სახე აქვს….
Read Moreროგორ მოვაწყოთ ბინა 35კვ/მ–ზე (ნაწილი 1)
ხშირად, ბინის ფართობს არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ მისგან მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი შექმნათ. მთავარია, რომ სარემონტო სამუშაოებს კრეატიულად მიუდგეთ და მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ. მაგალითისთვის, განვიხილოთ 34,5 კვ.მ ფართობის ბინა, რომლის დაგეგმარებაც შესაძლოა ბევრი თქვენგანის შთაგონების წყაროც გახდეს. მაშ ასე, ეს ბინა ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის. მათ მინიმალური დანახარჯითა და დიზაინერთა პრაქტიკული რჩევების გათვალისწინებით, საკმაოდ ვიწრო სივრცე თანამედროვე, პრაქტიკულ და კომფორტულ საცხოვრებლად აქციეს. პირველ რიგში, მათ აიღეს შიდა კედლები და საძინებელი სივცრის ზონირება…
Read Moreსამზარეულო 4–6 კვ.მ–ზე: რჩევები და ნიმუშები
თუ თქვენი საცხოვრებელი ფართი არ გაძლევთ დიდი და ნათელი სამზარეულოს მოწყობის საშუალებას, არ ინერვიულოთ! კომფორტულად მოწყობილ პატარა სამზარეულოშიც არის შესაძლებელი, რომ თავი იდეალურად იგრძნოთ და სივრცის სიმცირემ არ შეგიშალოთ ხელი კულინარიული ნიჭის გამოვლენაში. დღეს ვისაუბროთ ისეთი მცირე ფართობის სამზარეულოზე, რომელიც 6 კვ.მ–ზე მეტს არ იკავებს და განვიხილოთ, თუ როგორ დავგეგმოთ და მოვაწყოთ ის მაქსიმალურად მოსახერხებლად. მთავარია, რაც შეიძლება კომპაქტურად მოვათავსოთ კარადები და თაროები სამზარეულოს ტექნიკასთან ერთად. ასეთი მინი–სამზარეულოს დიზაინის არჩევანი ძალიან დიდია, რომელიც შეგიძლიათ მზა…
Read Moreროგორ შევარჩიოთ ლამინატი? პრაქტიკული რჩევები
სახლის რემონტი უამრავ თავსატეხს უკავშირდება, მითუმეტეს, თუ ამ სფეროში ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობას უჩივით. ერთ–ერთი პრობლემური საკითხია იატაკის საფარის, კონკრეტულად კი, ლამინატის შერჩევა. დღეისათვის, ლამინატი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ იატაკის საფარს, რომელიც გამოირჩევა ინსტალაციის სიმსუბუქით, სილამაზით, მრავალფეროვნებითა და პრაქტიკულობით. არსებობს უამრავი ნიუანსი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ლამინატის შეძენისას. უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ ლამინირებული იატაკის კლასები. ლამინატი: კლასიფიკაცია ლამინატის რამოდენიმე კლასს გამოყოფენ, რომელიც მისი გამძლეობის შესაბამისად განისაზღვრება. ზოგადად, გამოყოფენ საცხოვრებელი ბინისა და კომერციული ობიექტებისთვის განკუთვნილ ლამინატს. მისი ხარისხის კლასიფიცირების მიზნით,…
Read Moreროგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ფერი? – დიზაინერთა რჩევები
ჯერ კიდევ ფიქრობთ, რა ფერზე შეაჩეროთ არჩევანი სამზარეულოსთვის? ეს არც თუ ისე მარტივი გადასაწყვეტია, სამზარეულო ხომ სახლის „გულია“, სადაც უმეტეს დროს ატარებთ ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებთან ერთად! ფერი ინტერიერის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელსაც შეუძლია თქვენს განწყობასა და ემოციაზე ზემოქმედება. გთავაზობთ დიზაინერთა რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში. ფერის შერჩევამდე, გაითვალისწინეთ ოთახის მდებარეობა, გაბარიტები და განათების დონე. ცნობილია, რომ პატარა სივრცეს ვიზუალურად კიდევ უფრო ამცირებს მუქ ფერთა გამა და ნაკლები განათება, იქნება ეს დღის შუქის შეღწევადობა თუ…
Read Moreსად და როგორ დავკიდოთ ტელევიზორი? 5 ძირითადი წესი
სანამ ტელევიზორის კედელზე მონტაჟს დაიწყებთ, გაითვალისწინეთ 5 ძირითადი წესი იმისათვის, რომ შემდეგში უსაფრთხოდ, მოხერხებულად და კომფორტულად უყუროთ თქვენს საყვარელ გადაცემებს, ახალ ამბებსა თუ ფილმებს. 1. ოთახის რომელ კუთხეში მოვათავსოთ ტელევიზორი? გაითვალისწინეთ, რომ ტელევიზორისთვის ადგილის შერჩევა განაპირობებს შემდეგში ავეჯის განლაგებას ოთახში. წინასწარ გათვალეთ, თუ ოთახის რომელი ადგილიდან (ადგილებიდან) გსურთ მონიტორის ყურება – მხოლოდ დივანიდან, სასადილო მაგიდიდან, სამზარეულოს სამუშაო ზონიდან თუ ერთდროულად ყველა მხრიდან. ასევე გაითვალისწინეთ ფანჯრის მდებარეობა – თუ ტელევიზორს ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს განათავსებთ, დიდი ალბათობით, მონიტორი…
Read Moreროგორ გავაკრათ დეკორატიული ფილები აბაზანაში – მაგალითები
ბოლო პერიოდში, აბაზანის დეკორატიული ფილებით გაფორმება აქტუალურ ტენდენციად იქცა. ორნამენტებიანი, სხვადასხვა პრინტებიანი ან განსხვავებული რელიეფის მქონე ფილების სადა ფილებთან კომბინაციისა და მათი განლაგების ბევრი ვარიანტის შემუშავება შეიძლება, თუმცა დღეისათვის ყველაზე გავრცელებულ მოდელებზე შევაჩეროთ ყურადღება: ⇒უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ კერამიკული ფილები ერთი მწარმოებლისა და ერთი კოლექციის იყოს, რადგან ხშირად მსგავსი ვიზუალის ფილები ერთმანეთისგან შეფერილობითა და ზომით განსხვავდება! ⇒ხშირად აბაზანის ოთახს რთული გეომეტრიული ფორმები აქვს, ამიტომ მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ არა ერთი ან ორი, არამედ უფრო მრავალფეროვანი მოსაპირკეთებელი მასალა,…
Read Moreროგორ მოვაწყოთ საგარდერობე ოთახი მდიდრულად, ზედმეტი ხარჯის გარეშე
10 პრაქტიკული რჩევა მათთვის, ვინც საგარდერობე ოთახის მოწყობას გეგმავს: 1. არჩევანი შეაჩერეთ ოქროსფერ აქცენტებზე – არაფერი ანიჭებს ინტერიერს ლუქს კლასის იერს ისე, როგორც ოქროსფერი! 2. შეიტანეთ საგარდერობე ოთახში პუფი და გამოყავით დასაჯდომი სივრცე, რომელიც ფეხსაცმლის ჩასაცმელად გამოგადგებათ და მდიდრულ შტრიხსაც შემატებს ოთახს; 3. გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი სარკეები, როგორც სრული სიმაღლის, ასევე მცირე ზომის – ინტერიერი დეტალებად, რაც მეტი სივრცის ილუზიას შექმნის და ოთახის ორიგინალური დეკორაციაც იქნება; 4. ავეჯის სახელურებად შეარჩიეთ განსხვავებული, დეკორატიული დეტალები,…
Read Moreბარი სამზარეულოში
ბარი, როგორც სამზარეულოს კონსტრუქციის ერთ–ერთი ელემენტი, ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. როდესაც საუბარი ეხება არც თუ ისე დიდი სამზარეულოს მოწყობას, შეიძლება ითქვას, რომ ბარის დამონტაჟება აუცილებელიც კი ხდება სივრცის ეკონომიის, პრაქტიკულობისა და მრავალფუნქციურობის გამო. ამასთან, სამზარეულოს ეს ობიექტი თანამედროვე სტილსა და „მოდურ“ ვიზუალსაც მატებს ინტერიერს. ბარი, როგორც სამზარეულოს ავეჯის შემადგენელი ნაწილი, მაღალი, ძირითადად 115 სმ–ის კონსტრუქციაა, რომელშიც შეგიძლიათ სათავსოებიც ჩაამონტაჟოთ, ინტერიერის დეკორატიულ აქცენტად გამოიყენოთ, ან ოთახების ზონებად გამყოფის ფუნქცია შეუთავსოთ. დიზაინის თვალსაზრისით, შესაძლებელია გამოვყოთ ბარის შემდეგი ძირითადი სახეობები:…
Read More