ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, მოვამზადოთ სახლი მხიარული განწყობის შესაქმნელად. ამ სტატიაში გთავაზობთ მარტივ მასტერ-კლასს, თუ როგორ დავამზადოთ ჩვენი ხელით უმშვენიერესი საახალწლო გვირგვინები კარის მოსართავად. საკუთარი ხელით შექმნილი დეკორი, რომელიც თქვენს ინტერიერს თუ ექსტერიერს დაამშვენებს, განსაკუთრებით დადებითი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.
ნაბიჯი 1.
გავაკეთოთ კარკასი მყარი მავთულისგან, რომელზეც დავამაგრებთ ნაძვის ტოტებს და დეკორაციებს. ნაძვის ტოტები შეიძლება იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური. დანარჩენი დეკორიც თქვენი გემოვნების შესაბამისად მოიმარაგეთ.
ნაბიჯი 2.
კარკასი დაფარეთ ტოტებით და აკურატულად დაამუშავეთ გადაბმის ადგილი
ნაბიჯი 3.
თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული საახალხლო გვირგვინის დიზაინი. გამოიყენეთ ნაძვის ხის მოსართი ბურთები, ბაფთები, კენკრის ტოტები და ა.შ.
⇒ ანალოგიური პრინციპით შეგიძლიათ დაამზადოთ საახალწლო გვირგვინი მხოლოდ ნაძვის ხის ბურთებისგან, კანფეტებისგან და ა.შ.
იდეები შთაგონებისთვის: