როგორ მოვაცილოთ ნაკაწრები ხის ავეჯს – 7 უნიკალური მეთოდი

გაუზიარეთ მეგობრებს!

თითქმის ყველა დიასახლისის პრობლემაა ავეჯის ზედაპირზე, ლამინირებულ იატაკზე ან ხის კარზე გაჩენილი მცირე ნაკაწრები, რომლის “ამოვსებაც” საკმაოდ რთულია. ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია დაზიანებული ზედაპირიდან მათი სრული გაქრობა , თუმცა თქვენ შეგიძლიათ ეს დეფექტები მაქსიმალურად შეუმჩნეველი გახადოთ. თუ გსურთ, რომ თქვენი ავეჯი ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდეს, გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ ხერხებს:

რჩევა #1. გამოიყენეთ ნიგოზი!

შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვეულებრივ ნიგოზს, შუაზე ან ოთხად გაჭრილს თუ წაუსვამთ ნაკაწრებს, მათი შემჩნევა უკვე გაგიჭირდებათ. მთავარია, რომ ნაკაწრები ამოივსოს ზეთით, რომელსაც ნიგოზი უხვად შეიცავს .

ნაკაწრები

 

რჩევა #2. ზეითუნის ზეთისა და ძმრის ნაზავი

ამ ინგრედიენტების შერევით (დოზირება: 1/4 ჭიქა ძმარი + 3/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი) მიიღებთ სითხეს, რომლითაც უნდა გაწმინდოთ დაზიანებული ზედაპირი, შემდეგ კი მშრალი ქსოვილით შეამშრალოთ.

 

რჩევა #3. იოდი და მანქანის ზეთი

თუ ავეჯი მუქი ფერისაა (დამზადებულია კაკლის, მუხის ან რომელიმე წითელი მერქნის ჯიშის ხისგან), ყველაზე მარტივი გამოსავალია ნაკაწრები დამუშავდეს იოდით ან მანქანის ზეთით. დაამუშავეთ ნაკაწრი, დაელოეთ ცოტა ხანი და შემდეგ სუფთა ნაჭრით მოამშრალეთ.

 

რჩევა #4. მარკერი

ხის ფერის შესაბამისი მარკერი შესანიშნავად დაფარავს დეფექტებს, მთავარია, რომ ფერი ზუსტად შეარჩიოთ და სხვაობა არ მიიღოთ.

 

რჩევა #5. ავეჯის ცვილი

მდფ–ისა და დსპ–ეს მასალის ნაკაწრებს კარგად ებრძვის სპეციალური ცვილი, რომლის გამოყენებამდეც კარგად უნდა გაიწმინდოს ზედაპირი მტვრისაგან. მას შემდეგ, რაც წრიული მოძრაობით წაუსვამთ ცვილს ნაკაწრებს, აცალეთ გაშრეს 5–20 წუთი და გააპრიალეთ ბამბის ნაჭრით, ან სპეციალური ხელსახოცით.

 

რჩევა #6 ჩაის ნაყენი

ეს უმარტივესი მეთოდია, რომელიც წარმატებით უმკლავდება ნაკაწრებს! დააყენეთ შავი ჩაი 30 მლ. ადუღებულ წყალში და აცადეთ, რომ მუქი ფერი მიიღოს. შემდეგ ბამბის დახმარებით დაამუშავეთ დაზიანებული მონაკვეთები.

რჩევა #7 ყავის გრანულები

ისევე როგორც მუქი ფერის ჩაის შემთხვევაში, ყავასაც შეუძლია დაფაროს ნაკაწრები, ამისათვის, 1 სუფრის კოვზ ყავის გრანულებს დაამატეთ ცოტა ცხელი წყალი, რომ მიიღოთ სქელი მასა. წაუსვით ნაკაწრებს ბამბის გამოყენებით და ეცადეთ, დაუზიანებელ მონაკვეთებს არ შეეხოთ. ნარჩენები მოაცილეთ მშრალი ნაჭრით.

 

მიუხედავად იმისა, თუ რომელ მეთოდს მიანიჭებთ უპირატესობას ნაკაწრების მოსაშორებლად, თავდაპირველად აუცილებელია შეამოწმეთ, როგორ ზემოქმედებას იქონიებს იგი ხის ზედაპირზე. ამისათვის, ჯერ მცირე ექსპერიმენტი ჩაატარეთ პატარა მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე ნაკლებად შესამჩნევია და დააკვირდით შედეგს.

 

მასალის გამოყენების პირობები:

გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს