როგორ მოვაწყოთ ბინა 35კვ/მ–ზე (ნაწილი 1)

გაუზიარეთ მეგობრებს!

ხშირად, ბინის ფართობს არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ მისგან მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი შექმნათ. მთავარია, რომ სარემონტო სამუშაოებს კრეატიულად მიუდგეთ და მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ. მაგალითისთვის, განვიხილოთ 34,5 კვ.მ ფართობის ბინა, რომლის დაგეგმარებაც შესაძლოა ბევრი თქვენგანის შთაგონების წყაროც გახდეს. 

მაშ ასე, ეს ბინა ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის. მათ მინიმალური დანახარჯითა და დიზაინერთა პრაქტიკული რჩევების გათვალისწინებით, საკმაოდ ვიწრო სივრცე თანამედროვე, პრაქტიკულ და კომფორტულ საცხოვრებლად აქციეს. პირველ რიგში, მათ აიღეს  შიდა კედლები და საძინებელი სივცრის ზონირება სარკისებური ტიხრების საშუალებით მოახდინეს. მოძრავი სარკისებური ტიხრების გამოყენება ინტერიერში არა მხოლოდ ესთეტიური თვალსაზრისით, არამედ ფუნქციონალურად და სივრცის მაქსიმალურად ათვისების მიზნითაც კარგი გადაწყვეტილებაა.

3

სარკის ზედაპირზე ხეებია გამოსახული, ინტერიერის ფერები კი მწვანეშია გადაწყვეტილი, რაც ბუნების მოტივებს ასახავს. მსუბუქი და ნეიტრალური ტონები  სიმსუბუქეს, სითბოსა და სიმყუდროვეს ანიჭებს ინტერიერს და ვიზუალურადაც “აფართოებს” არსებულ სივრცეს (განსაკუთრებით კი სარკეებს მიუძღვის დიდი როლი).

1020

მისაღები ზონის მთლიან კედელზე განთავსებულია პრიალა ფაქტურის ავეჯი მსუბუქ ნატურალურ ფერებში, სარკეების ჩანართებითა და აქტიური განათებით, ტელევიზორის სათავსო კი ხის ფაქტურის ჩარჩოშია მოქცეული, რაც ხაზს უსვამს ბუნების მოტივს ინტერიერში.

533

file1320892756

file1320894293

ანალოგიური ფაქტურის მასალაა გამოყენებული სამზარეულოს ზონაშიც, რომელიც სადა, სწორხაზოვანი, მარტივი კონსტრუქციისგან შედგება. “ნაქსოვი” ვიზუალის კაფელი კი უფრო მეტად “თბილ” ეფექტს ქმნის. თანამედროვე ინტერიერის მნიშვნელოვანი დეტალია გამჭვირვალე სკამები სასადილო ზონაში, რომელიც განსაკუთრებულ სიმსუბუქეს ანიჭებს გარემოს.

727

268

ხის ფაქტურა, თეთრი პრიალა ზედაპირი და დიდი სარკეა ასევე გამოყენებული აბაზანაში, რაც სივრცეს პრაქტიკულად “ზრდის”. 

1318

1418

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს