როგორ შევარჩიოთ ლამინატი? პრაქტიკული რჩევები

გაუზიარეთ მეგობრებს!

სახლის რემონტი უამრავ თავსატეხს უკავშირდება, მითუმეტეს, თუ ამ სფეროში ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობას უჩივით. ერთ–ერთი პრობლემური საკითხია იატაკის საფარის, კონკრეტულად კი, ლამინატის შერჩევა. დღეისათვის, ლამინატი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ იატაკის საფარს, რომელიც გამოირჩევა ინსტალაციის სიმსუბუქით, სილამაზით, მრავალფეროვნებითა და პრაქტიკულობით. არსებობს უამრავი ნიუანსი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ლამინატის შეძენისას. უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ ლამინირებული იატაკის კლასები.

ლამინატი: კლასიფიკაცია

ლამინატის რამოდენიმე კლასს გამოყოფენ, რომელიც მისი გამძლეობის შესაბამისად განისაზღვრება. ზოგადად, გამოყოფენ საცხოვრებელი ბინისა და კომერციული ობიექტებისთვის განკუთვნილ ლამინატს. მისი ხარისხის კლასიფიცირების მიზნით, 1999 წელს ლამინირებული იატაკის მწარმოებელთა ევროპულმა ასოციაციამ შეიმუშავა ნორმები. ლამინატის სხვადასხვა პარამეტრით ტესტირების შემდეგ, ხდება მისთვის კლასის მინიჭება დადგენილი ნორმების მიხედვით.
ყველაზე ნაკლებად მდგრადი ლამინატი მიეკუთვნება 21–ე კლასს, ხოლო ყველაზე გამძლე – 33–ე კლასს.
21–ე კლასის ლამინატი – განკუთვნილია უმნიშვნელო დატვირთვისთვის და მაქსიმუმ 4 წელს ძლებს. ძირითადად იყენებენ სათავსო ოთახის იატაკის მოსაპირკეთებლად.
22–ე კლასის ლამინატი – მისი ექსპლუატაციის ვადა ასევე 4 წელია, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება საბავშვო ან სასტუმრო ოთახებში, სადაც დატვირთვა ნაკლები იქნება.
23–ე კლასის ლამინატი – უძლებს ავეჯის სიმძიმესა და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო დატვირთვას და გამოიყენება ძირითად საცხოვრებელ ზონაში. თუმცა, ამ კლასის ლამინატის ექსპლუატაციის ვადა ასევე 4 წელს არ სცილდება.
შემდეგი, ანუ 31–ე კლასის ლამინირებული იატაკი კომერციულ ობიექტებში გამოყენება, თუმცა საცხოვრებელ ბინებშიც წარმატებით აგებენ, რადგან უკეთესი ხარისხით გამოირჩევა. ამ კლასის ლამინატის ექსპლუატაციის ვადა კომერციულ ობიექტებში (მაგ: საკონფერენციო დარბაზებში) საშუალოდ 3–4 წელია, საცხოვრებელ ფართში კი 12 წელი.
32–ე კლასის ლამინირებული იატაკი გამოიყენება როგორც საშუალო დატვირთვის კომერციულ ფართებში (მაგ: ოფისებში), ასევე ბინებში, სადაც მისი გამძლეობა 15 წლით განისაზღვრება.
უმაღლესი, ანუ 33–ე კლასის ლამინატი უძლებს ძლიერ დატვირთვას ყველა პარამეტრით და ამიტომ იგი გამოიყენება მაღაზიებში, ბარ–რესტორნებში, კაფეებში და ა.შ. ამ დატვირთვით, მისი ექპლუატაციის ვადა 6 წელია, საცხოვრებელ ფართში კი საშუალოდ 24 წელი.
ითვლება, რომ ყველაზე ოპტიმალური ფასისა და ხარისხის მიხედვით, არის 32–ე კლასის ლამინატი, როგორც სახლისთვის, ასევე ოფისისთვის.

ლამინატის სისქე:

ლამინატი შეიძლება იყოს 6მმ–დან 12მმ–მდე სისქის. რაც უფრო სქელი იქნება ლამინატი, მით უფრო გამძლე, ადვილად დასაგები და ხმის იზოლაციისთვის უკეთესი იქნება იგი. ეცადეთ, რომ მინიმუმ 8 მილიმეტრი სისქის მაინც იყოს სახლისთვის შერჩეული ლამინატი.

გადაბმის ტიპი:

ლამინატის დაგებისას, მისი გადაბმის ორი ძირითადი ტიპი არსებობს:
1. პანელების დაწებება – როდესაც ხდება ლამინატის შეწებება სპეციალური წებოს საშუალებით;

quick-step-seal-and-click-125ml-ibNY

2. ჩამკეტი მექანიზმი – ლამინატს თავად გააჩნია მექანიზმი, რომელიც იატაკის დაგებისას ავტომატურად კეტავს პანელების კიდეებს. რაც უფრო ხარისხიანია ჩამკეტი, მით უფრო ადვილად და აკურატულად ჯდება პანელები გადაბმის ადგილებში და შესაძლებელია მისი მრავალჯერადი დემონტაჟი, ჩამკეტი სისტემის დაზიანების გარეშე. აღსანიშნავია CLICK კონსტრუქცია, რომლის საშუალებით იდეალურად სწორედ იგება იატაკი და მისი დაგება დიდ პროფესიონალიზმსაც არ მოითხოვს. არსებობს CLICK კონსტრუქციების სხვადასხვა სახეობებიც:

 

click-lock-system

uniclick

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს