როტერდამის უნიკალური 3D სავაჭრო დარბაზი

გაუზიარეთ მეგობრებს!

როტერდამის სავაჭრო დარბაზი ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო არქიტექტურული ნაგებობაა ჰოლანდიაში, რომლის 11 ათას კვ.მეტრის 3D ჭერი ვიზიტორებს საოცარ ემოციას ანიჭებს. MVRDV–ის არქიტექტურული შენობა უნიკალურია არნო კოენენისა და ირის როსკამის თემატური ნამუშევარით, სახელად “Cornucopia” (სიმბოლურად, სიუხვის რქა სავსე ხილით, ბოსტნეულით, ყვავილებით), რომელიც 2014 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა. 

ნალის ფორმის შენობის ფასადი არის შუშის, რომელსაც პატარა ფანჯრები დაჰყვება. ხოლო თაღი 3D ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშვდა, რომელიც 4000 ნაწილად დაიყო და შემდეგ ლითონის პანელებზე დაიბეჭდა. ინსტალაციაზე თემატურად ასახულია ბოსტნეული, ხილი, ყვავილები.

სავაჭრო დარბაზი მოიცავს 100–ზე მეტ ღია ტიპის სავაჭრო ობიექტს ახალი პროდუქტებისთვის, 15 მაღაზიას და 8 რესტორანს. იქვე განლაგებულია 228 საცხოვრებელი აპარტამენტი, 1.200 ადგილიანი ავტოსადგომი და გასართობი ობიექტები, რაც საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსის მთლიან სტრუქტურას ქმნის. როტერდამის ეს 178 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტი წელიწადში 5–7 მილიონ ვიზიტორს ელოდება. 

MVRDV-wins-Rotterdam-s-Marketing-Award-2014-for-Markthal-00 markthal+dijkstra (1) როტერდამის 141006-Markthal-Rotterdam-open 0110webapp1-980x653 o-9940-900
 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge
დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს