სააღდგომო კვერცხების შეღებვის ბუნებრივი საშუალებები

გაუზიარეთ მეგობრებს!

სააღდგომო კვერცხების შეღებვის უამრავი საშუალება არსებობს დღეისათვის, თუმცა ნატურალური საღებავების გამოყენება ყველაზე უსაფრთხოა.  გთავაზობთ კვერცხის შეღებვის რამდენიმე ბუნებრივ მეთოდს. მართალია,  ბუნებრივი საღებავით ისეთი მკვეთრ ფერები არ გამოვა, როგორც ქიმიური საღებავების შემთხვევაში, თუმცა სრულიად ჯანსაღ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტს მიიღებთ. ბუნებრივ საღებავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ენდრო, ხახვის ფოთლები, ჭარხალი, იისფერი კომბოსტო, ისპანახი, კურკუმა, ყავა, მწვანე ჩაი და ა.შ.

სააღდგომო

სასარგებლო რჩევები სააღდგომო კვერცხების შესაღებად:

  • კვერცხი კარგად რომ შეიღებოს და არ დაიბზაროს, ცივი არ უნდა იყოს საღებავში მოთავსებამდე (მაცივრიდან გამოღებული). სასურველია, რომ კვერცხი რამოდენიმე საათით ადრე ოთახის ტემპერატურაზე შეთბეს და შეღებვამდე ცხელი წყალი გადაევლოს.
  • იმისათვის, რომ კვერცხი თანაბრად შეიღებოს, თავდაპირველად კარგად გარეცხეთ კვერცხი. ასევე შეგიძლიათ სპირტში დასველებული ჩვრით გაწმინდოთ.
  • იმისათვის, რომ უფრო მკვეთრი ფერი მიიღოს, კვერცხი შეღებვის შემდეგ უნდა დატოვოთ იმავე ბუნებრივ საღებავში და მთელი ღამით გააჩეროთ მაცივარში.
  • შეღებვის და გაშრობის შემდეგ, თუ კვერცხებს მზესუმზირის ზეთით გაწმენდთ, შესანიშნავ ბრწყინვალებას შესძენთ!
  • გაითვალისწინეთ, რომ ლურჯად, ვარდისფრად ან მწვანედ მხოლოდ თეთრნაჭუჭიანი კვერცხის შეღებვაა შესაძლებელი, ხოლო წითლად, ყავისფრად ან ყვითლად შეგიძლიათ თეთრთან ერთად მუქნაჭუჭიანი კვერცხის შეღებვაც.

 

ფერები:

სხვადასხვა ფერის მისაღებად ზოგადი პროცედურა თითქმის ერთნაირია – ჯერ მზადდება საღებავის ბაზა, შემდეგ კი ემატება საჭირო ფერადი პროდუქტი, სასურველი ფერის მისაღებად:

  • ქვაბში ვასხამთ 1 ლ. წყალს, ვამატებთ 2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარს, მიგვყავს ადუღებამდე. მდუღარე ნაზავში ვათავსებთ იმ პროდუქტს, რომელსაც ფერის მისაღებად ვირჩევთ და ვტოვებთ დაბალ ცეცხლზე 30 წთ. მიღებულ საღებავს ვაგრილებთ, ვწურავთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვათავსებთ მასში კვერცხებს.

 

ყვითელი ფერისთვის: ძირითად ბაზას დაამატეთ 2-3 ს.კ. კურკუკმა. ამ ფერის მისაღებად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის, ან ფორთოხლის ცედრა და გახეხილი სტაფილო.

kurkuma

ვარდისფერისთვის: დაამატეთ ნაზავს 4 ჭიქა დაჭრილი ჭარხალი. კვერცხებს თავიდან მოყავისფრო შეფერილობა ექნება, მაგრამ გაშრობის შემდეგ ნაზ ვარდისფერს მიიღებს.

სააღდგომო-კვერცხი

ცისფერისთვის: ძირითად ნაზავს დაამატეთ 3 ჭიქა დაჭრილი იისფერი კომბოსტო. რაც უფრო დიდ ხანს დატვებთ საღებავში, მით უფრო მუქ შეფერილობას მიიღებს კვერცხი.

kombosto

ნარინჯისფერისთვის: ნაზავს დაამატეთ ხახვის ფურცლები.

natural-egg-dye-0181-610x351

მწვანე ფერისთვის: მოამზადეთ ისპანახის ან ჭინჭრის ნახარში, ხარშეთ არანაკლებ ერთი საათისა დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ ძმარი, ჩადეთ კვერცხები და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.

s640x4802-610x457

წითელი ფერისთვის: შეღებეთ კვერცხები კარგად ცნობილ ენდროს ნახარშში, ასევე შეგიძლიათ ალუბლის გამოყენებაც.

სააღდგომო კვერცხების შეღებვის

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

 

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს