10 პრაქტიკული რჩევა მათთვის, ვინც საგარდერობე ოთახის მოწყობას გეგმავს:
1. არჩევანი შეაჩერეთ ოქროსფერ აქცენტებზე – არაფერი ანიჭებს ინტერიერს ლუქს კლასის იერს ისე, როგორც ოქროსფერი!
2. შეიტანეთ საგარდერობე ოთახში პუფი და გამოყავით დასაჯდომი სივრცე, რომელიც ფეხსაცმლის ჩასაცმელად გამოგადგებათ და მდიდრულ შტრიხსაც შემატებს ოთახს;
3. გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი სარკეები, როგორც სრული სიმაღლის, ასევე მცირე ზომის – ინტერიერი დეტალებად, რაც მეტი სივრცის ილუზიას შექმნის და ოთახის ორიგინალური დეკორაციაც იქნება;
4. ავეჯის სახელურებად შეარჩიეთ განსხვავებული, დეკორატიული დეტალები, რაც თქვენს ინდივიდუალიზმსა და კრეატიულობას უფრო მეტად გაუსვამს ხაზს;
5. გამოიყენეთ ხელოვნური ბეწვი დეკორაციისთვის (მაგალითად ხალიჩა), რაც ძალიან მდიდრული საგარდერობე ოთახის შთაბეჭდილებას შექმნის;
6. გამოიყენეთ ჩამოსხმული დეკორატიული ფორმები კედლის კუთხეებისა და კარადის კიდეების დასამშვენებლად, რაც ერთგვარ ჩარჩოში მოაქცევს თქვენს გარდერობს;
7. შეარჩიეთ ძალიან კარგი განათება, რაც აუცილებელია საგარდერობე ოთახისთვის;
8. სწორად შეარჩიეთ საკიდები, ეცადეთ, რომ ყველა ერთნაირი იყოს. საკიდებზე შეგიძლიათ სანიშნებიც მიამაგროთ – ტანსაცმლის ადვილად მოსაძებნად;
9. სამკაულებისთვის შეარჩიეთ კარგად ორგანიზებული სათავსო, რათა გაგიადვილდეთ სასურველი აქსესუარის პოვნა;
10. გამოიყენეთ თაროების გამჭვირვალე ტიხრები, რაც ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის, ასევე ჩანთების კარგად ორგანიზებაში დაგეხმარებათ!
» თვალი გადაავლეთ საგარდერობე ოთახის რამოდენიმე ნიმუშს:
მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge