სავარძელი – ძველი სამგზავრო ჩანთისგან! (ფოტო–გაკვეთილები)

გაუზიარეთ მეგობრებს!

თუ სახლში ძველი სამგზავრო ჩანთა მოგეპოვებათ, რომლის გამოყენებასაც აღარ აპირებთ, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას! დღეს წარმოგიდგენთ მასტერ–კლასს, თუ როგორ ვაქციოთ ძველი ე.წ “ჩემოდანი” ვინტაჟურ სავარძლად, რომელიც ეგზოტიკურ ელფერს შემატებს თქვენს ინტერიერს.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ნივთები:

  • ძველი სამგზავრო ჩანთა;
  • სახრახნისი;
  • ჩაქუჩი, ჭანჭიკები და ლურსმნები;
  • ღილები;
  • მაკრატელი და წებო;
  • 2 ცალი ხის დაფა;
  • ხის ვიწრო პანელები;
  • შესაბამისი ზომის ღრუბელი;
  • სავარძლის ფეხები;
  • ლამაზი ქსოვილი ზედაპირისთვის.

ნაბიჯი #1.  სამგზავრო ჩანთის ზომაზე მოჭერით ხის დაფა, რომელსაც მოგვიანებით ჩააფენთ ჩანთაში, ეს სიმყარეს მიანიჭებს მას. საჭიროების შემთხვევაში, მოამრგვალეთ ხის დაფის კუთხეები;

ნაბიჯი #2. გამოჭრილ ხის დაფას დააწებეთ ღრუბელი და გადააკარით ლამაზი ქსოვილი ლურსმნების ან ავეჯის სტეპლერის საშუალებით; ქსოვილის ზემოდან, რამოდენიმე ადგილზე ჭანჭიკი დააჭედეთ ხის დაფას და დაფის უკანა მხარეს დააფიქსირეთ. შემდეგ უკვე შეგიძლიათ ლამაზი ღილების მიკერება ჭანჭიკის დასაფარად.

ანალოგიურად გააკეთეთ სავარძლის საზურგეც.

ნაბიჯი #3. ხის ვიწრო პანელები ჩააფინეთ ჩანთის ძირში და მასზე მიამაგრეთ სავარძლის ფეხები. სულ ეს იყო! დატკბით თქვენი შემოქმედებით!

 how-make-suitcase-chair-cushions-8diy-suitcase-chair8

დამატებითი რჩევები:

სიმარტივისთვის, შეგიძლიათ უბრალოდ ბალიშები ჩააფინოთ (შესაბამისი ზომის) და მხოლოდ ფეხები მიამაგროთ სამგზავრო ჩანთას. იმისათვის, რომ თქვენს მიერ გაკეთებული სავარძელი ინტერიერს შეეფერებოდეს, შესაბამისი ფერის ბალიშები შეკერეთ და მოათავსეთ სავარძელზე.

vintage-suitcases-diy-modern-chairs-21suitcase-chair2-1 

შთაგონებისთვის იხილეთ დამატებითი ფოტოები:

       სავარძელი

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს