ბარი სამზარეულოში

გაუზიარეთ მეგობრებს!

ბარი, როგორც სამზარეულოს კონსტრუქციის ერთ–ერთი ელემენტი, ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. როდესაც საუბარი ეხება არც თუ ისე დიდი სამზარეულოს მოწყობას, შეიძლება ითქვას, რომ ბარის დამონტაჟება აუცილებელიც კი ხდება სივრცის ეკონომიის, პრაქტიკულობისა და მრავალფუნქციურობის გამო. ამასთან, სამზარეულოს ეს ობიექტი თანამედროვე სტილსა და „მოდურ“ ვიზუალსაც მატებს ინტერიერს.

ბარი, როგორც სამზარეულოს ავეჯის შემადგენელი ნაწილი, მაღალი, ძირითადად 115 სმ–ის კონსტრუქციაა, რომელშიც შეგიძლიათ სათავსოებიც ჩაამონტაჟოთ, ინტერიერის დეკორატიულ აქცენტად გამოიყენოთ, ან ოთახების ზონებად გამყოფის ფუნქცია შეუთავსოთ.

დიზაინის თვალსაზრისით, შესაძლებელია გამოვყოთ ბარის შემდეგი ძირითადი სახეობები:

მოდული – ამ სახის ბარი მზადდება სხვადასხვა მასალისგან, იქნება ეს ხე, მდფ, შუშა, მეტალი, აქვს მარტივი ფორმა და მკაცრი ხაზები. რადგან იგი არ არის მიმაგრებული სამზარეულოს ფურნიტურაზე, მისი გადაადგილება ადვილად არის შესაძლებელი და ოთახის ნებისმიერ მონაკვეთში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაანცვლოთ.

Poggenpohl Brandbook - Germany Berlin - Customer K

 

ჩაშენებული ბარის მაგიდა – ამ ტიპის ბარი ერთგვარ ტიხრად შეძილიათ გამოიყენოთ, მაგალითად, სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს შორის. შიდა მხარეს შეგიძლიათ კარადები და სათავსოებიც გააკეთოთ. 

ბარი
ბარი სამზარეულოში

ide-dapur-dan-ruang-makan-minimalisbest

ბარი, როგორც სამზარეულოს სამუშაო მაგიდის გაგრძელება – ეს ძალიან მოსახერხებელი ვარინტია განსაკუთრებით პატარა სამზარეულოსთვის. 

kitchen-mesmerizing-white-gloss-laminate-galley-kitchen-renovation-design-ideas-with-u-shape-black-marble-countertop-also-white-mosaic-kitchen-backsplash-and-black-floor-tiles-exciting-galley-kitchen

მარტივი კონსტრუქციის ბარი საყრდენებზე – ეს ვარიანტი შეიძლება იყოს ღია ტიპის, სათავსოების გარეშე, რომელიც სივრცეს ეფექტურად ზოგავს და საჭიროების შემთხვევაში, სამზარეულოს სამუშაო მაგიდად შეიძლება გამოყენება.

Kitchen-Bar-Design-Ideas-2

GrafKuh_vnutr_blok_2012_Челюскинцев-101-а-139-исправленная-1-copy_86  small-mini-bar-homeStunning-Basement-Kitchenette-Ideas-for-Kitchen-Traditional-design-ideas-with-Stunning-Beige-Paint-Basement

ორ დონიანი ბარი – ამ ტიპის ბარის პირველი დონე სამუშაო მაგიდად გამოიყენება, მეორე კი სერვისისთვისაა განკუთვნილი. ორივე დონე შესაძლებელია სხვადასხვა მასალისგან იყოს დამზადებული, მეორე დონეს უმეტესად მინისგან ამზადებენ. ბარის ამ სახეობას შესაძლოა სამზარეულოს ე.წ. კუნძულის ფორმა და ფუნქციაც ჰქონდეს. 

picture43 Sophisticated-Kitchen-Design-With-Sleek-White-Kitchen-Cabinet-Along-With-Awesome-Kitchen-Island-Covering-With-Wooden-Table-Top-Also-Twin-Modern-Barstool-Ideas modern-kitchen-cabinet-handles-Kitchen-Modern-with-backsplash-bar-cabinets-caeserstone

შეგიძლიათ ბარი გააფორმოთ აქსესუარებით: გამოიყენეთ მეტალის სპეციალური ღერძი, რომელზეც მაგრდება ჭიქების, ბოთლებისა და ხილის საკიდები, აუცილებლად დაკიდეთ ბარის თავზე გრძელი სანათები და რა თქმა უნდა,  შეიძინეთ მაღალი სკამები.

სამზარეულოს ბარი

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს