სამზარეულო 4–6 კვ.მ–ზე: რჩევები და ნიმუშები

გაუზიარეთ მეგობრებს!

თუ თქვენი საცხოვრებელი ფართი არ გაძლევთ დიდი და ნათელი სამზარეულოს მოწყობის საშუალებას, არ ინერვიულოთ! კომფორტულად მოწყობილ პატარა სამზარეულოშიც არის შესაძლებელი, რომ თავი იდეალურად იგრძნოთ და სივრცის სიმცირემ არ შეგიშალოთ ხელი კულინარიული ნიჭის გამოვლენაში.

დღეს ვისაუბროთ ისეთი მცირე ფართობის სამზარეულოზე, რომელიც 6 კვ.მ–ზე მეტს არ იკავებს და განვიხილოთ, თუ როგორ დავგეგმოთ და მოვაწყოთ ის მაქსიმალურად მოსახერხებლად. მთავარია, რაც შეიძლება კომპაქტურად მოვათავსოთ კარადები და თაროები სამზარეულოს ტექნიკასთან ერთად. ასეთი მინი–სამზარეულოს დიზაინის არჩევანი ძალიან დიდია, რომელიც შეგიძლიათ მზა სახით შეიძინოთ, თუმცა უმჯობესია დაამზადებინოთ, იმისათვის, რომ არსებულ სივრცეს კარადების ზომა მაქსიმალურად ზუსტად მოერგოს.

1. მინი–სამზარეულოს ერთ–ერთი ვარიანტია სამზარეულოს ორგანიზება ისე, რომ ქვედა ნაწილში მოთავსდეს ყველა საჭირო ინვენტარი და ზედა ნაწილი კარადების ან ღია თაროების სახით,  გამოყენებულ იქნას ჭურჭლის მოსათავსებლად.

k16

2. კარადა – სამზარეულო, რომელსაც დახურული კარების მდგომარეობაში კარადის სახე აქვს, გახსნილი კი – სრული სამზარეულოა. კარი შესაძლოა იყოს რელსებზე მოძრავიც.

3. კუთხის სამზარეულო – კარგი გამოსავალია სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად, ასევე, თუ მისი ვიზუალურად ცალკე მოთავსება და ზონირება გსურთ.

 

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

 

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს