სამზარეულო Ferrari – ექსკლუზიური მოდელი იტალიური ავეჯის კომპანიისგან

გაუზიარეთ მეგობრებს!

იტალიურმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ Snaidero დიზაინერთა ჯგუფთან Pininfarina Design House_თან ერთად მილანის ავეჯის სალონში წარმოადგინა ექსკლუზიური, თანამედროვე სამზარეულო Ferrari –ის მოტივებზე. მოდელი OLA 25 იტალიური სამზარეულოსა და ლეგენდარული ავტოსპორტის კონცეპციის ულამაზესი შერწყმაა, რომელიც დახვეწილ დიზაინსა და ფუნქციონალიზმს აერთიანებს.

სამზარეულოს კარადები სახელურების გარეშეა, კარის მოყვანილობა კი ძალიან ჰგავს Formula 1–ის ორიგინალურ ფორმას, თავად კარადა კარგად ორგანიზებული სათავსოებისგან შედგება. ეს მინიმალისტური, ელეგანტური და ვიზუალურად სრულყოფილი სამზარეულო ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

  სამზარეულო Ferrari სამზარეულო Ferrari

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს