არქიტექტორი ამადორ კალაფატ-ბუსკეტსი, წარმოშობით მაიორკიდან, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობდა, მშობლიური ბუნების სიყვარულმა სამშობლოში დააბრუნა. ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე, სადაც ჰაერი გაჯერებულია როზმარინისა და ზღვის სუნით, მან ამქვეყნიური სამოთხის კუთხე მოიწყო.
სახლის შესასვლელი და ტერასა:
ჭიშკარიდან აყვავებული ეზო მოჩანს, ქვის თაღებთან – ზეთისხილის ხეები. ეზო სავსეა აყვავებული მცენარეებით, სადაც ულამაზესი ეკო-სტილის ტერასაა მოწყობილი: ქვის კედლებითა და დაწნული სავარძლებით, თვალწარმტაცი ხედით.
ინტერიერი:
მისაღებში, როგორც ყველგან, მარადიული ზაფხული შეიგრძნობა. ინტერიერში ჭარბობს თბილი ფერები, გამოყენებულია თავისებური დეკორი: ბალიშები რუკების ანაბეჭდებით, სანთლები, პუფები, ყვავილების ვაზები. მისაღებს ფართო ქვის თაღი ჰყოფს სასადილოსგან. მასიური მუხის მაგიდა გარშემორტყმულია დაწნული სკამებით და ოთახს ამშვენებს ელეგანტური რკინის ჭაღი.
სამზარეულო – ნათელი, ესპანური ქანთრის სტილში. საძინებელი – კლასიკური, ასევე ნათელი ფერებით. დაწნული ყუთები და ყვავილებით სავსე კალათები, რომლებიც შესანიშნავ სურნელს აფრქვევენ, ყველა ოთახის არტიბუტია.