საახალწლო განწყობის შესაქმნელად, მარტივი და სახალისო დეკორაციის სახით შეიძლება სანტას ქუდების დამზადება, რომელსაც გამოიყენებთ საჩუქრის ყუთის გასაფორმებლად, ღვინის ბოთლის დასამშვენებლად, უბრალოდ თმის აქსესუარად ან საახალწლო სუფრის მოსართავად. გთავაზობთ ძალიან ადვილ ფოტო გაკვეთილს: მოიმარაგეთ წითელი მუყაოს ქაღალდი, ბამბა, სკოტჩი და წებო, ასევე მოიმარჯვეთ მაკრატელი, თეფში და ფანქარი (მრგვალი ფორმის გამოსაჭრელად).
1. შემოხაზეთ მრგვალი ფორმა ქაღალდზე თეფშის დახმარებით და გამოჭერით, გაყავით შუაზე და სკოტჩით დააწებეთ კიდეები
2. კონუსზე მიაწებეთ ბამბები და სანტას ქუდები უკვე მზად არის!
3. გამზადებულ სანტას ქუდებს თუ მიამაგრებთ თმისსამაგრს (აბადოკს), ასეთ შედეგს მიიღებთ:
დატოვეთ კომენტარი