სახლი ნიჟარა მექსიკაში

გაუზიარეთ მეგობრებს!

სახლი ნიჟარა Conch Shell House მექსიკის ერთ-ერთ კუნძულ, ისლა მუერესზე მდებარე არაორდინალური კერძო საცხოვრებელია, რომელიც ეკუთვნის ცნობილ მექსიკელ მხატვარს, ოქტავიო ოკამპოს. სახლის მშენებლობაში მას ეხმარებოდა არქიტექტორი ძმა, ედუარდო ოკამპო. ეს შენობა მთელს კარიბის აუზის სანაპიროზე ყველაზე ლამაზ და ორიგინალურ ნაგებობად ითვლება. 

სახლი ნიჟარასახლში შესვლისას საოცარ, ზღვის თემატიკის ატმოსფეროში ხვდებით. სახლის მთავარი ოთახი მრგვალი ფორმისაა და კუთხეები მინიმუმამდე არის შემცირებული. აივნიდან შესანიშნავი ხედი იშლება კარიბის ზღვაზე. მთელი სახლი გაწყობილია სანაპიროზე შეგროვილი ზღვის ნიჟარებით. სახლი ნიჟარა დამშვენებულია დიდი აუზით, რომელიც გარშემორტყმულია პალმებითა და ტროპიკული მცენარეებით. მიუხედავად თავისი უნიკალურობისა, შენობა აგებულია ჩვეულებრივი ბეტონისა და მეორადი მასალებისგან.

სხვათაშორის, ეს სახლი ქირავდება დამსვენებლებისთვის და მისი დაქირავება მსურველებს დღე-ღამეში საშუალოდ 250$-ად შეუძლიათ. 

https://www.airbnb.com/rooms/530250?guests=1&adults=1 

სახლი ნიჟარასახლი-ნიჟარასახლი-ნიჟარა-მექსიკაში

Conch-Shell-House saxli-nijara1 სახლი ნიჟარა სახლი-ნიჟარა-საძინებელი

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს