სახლი ქამელეონი პრაღის ცენტრში

გაუზიარეთ მეგობრებს!

პრაღის ცენტრში მდებარე სახლი ქამელეონი, რომელიც 2014 წელს აშენდა Petr Hajek Architekti–ს პროექტის მიხედვით, ფასადის ფერს იცვლის ამინდისა და გარემოს შესაბამისად. სულ რაღაც 157 კვ/მ–ზე აშენებული სახლი გამწვანებული ეზოს ცენტრში მდებარეობს, მისი ყოველი ფანჯრიდან კი სხვადასხვა ხე მოჩანს: მისაღები ოთახის ფანჯარა ვაშლის ხეს უმზერს, საძინებლის – ალუბლის ხეს, აბაზანის – ატმის ხეს, ბავშვების ოთახის კი – კაკლის ხეს. თვითოეულ ოთახს უნიკალური ხედი და ატმოსფერო აქვს, ყოველ სეზონზე კი განსხვავებული და ულამაზესი სურათი იშლება დარაბებს მიღმა. შენობის ფასადი, რომელიც ნაწილობრივ პრიალა ზედაპირით არის მოპირკეთებული, აქტიურად ირეკლავს ბაღის სიმწვანესა და ცის სილაჟვარდეს, რაც შესაბამისად, ქამელეონის ასოციაციას იწვევს.

სახლი ქამელეონი პრაღის ცენტრშ სახლი ქამელეონი ინტერიერი სახლი საწოლი ხედი ეზოს ხედი ხედი ფანჯრიდან

 

მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს