იმისათვის, რომ მცირე ფართობის ბინა მოხერხებულად დაგეგმოთ და შემდეგ კომფორტულად მოაწყოთ, თვითოეულ დეტალზე უნდა მოახდინოთ კონცენტრირება. ვისაც თეორიაზე მეტად პრაქტიკული მაგალითები გაინტერესებთ, გთავაზობთ 40 კვ.მ სტუდიოს კონკრეტულ პროექტს.
ახალგაზრდა წყვილისთვის განკუთვნილი ეს სტუდიო აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს: კომფორტი, მსუბუქი ინტერიერი, თანამედროვე დიზაინი, იზოლირებული საძინებელი და სამუშაო მაგიდა ორი ადამიანისთვის.
უპირველესად, ბინა დაიყო რამოდენიმე ფუნქციურ ზონად – მისაღები, სამზარეულო და სასადილო, საძინებელი, სამუშაო ზონა და საგარდერობე შემოსასვლელში. მაქსიმალური კომფორტისა და მეტი სათავსოებისათვის ბინის ერთ ნაწილში გაკეთდა შემაღლებული ზონა.
სამზარეულოს კედელზე როგორც დეკორატიული, ასევე პრაქტიკული დანიშნულებით, მწვანილებისა და სანელებლების დაფა მოთავსდა.
სასადილო ზონაში კი დაიდგა მრგვალი მაგიდა და Eames Design-ის ცნობილი სკამები.
თანამედროვე დიზაინის სამზარეულოში, რომლის კედელსაც ძალიან ეფექტური გრაფიკული პრინტი ამშვენებს, მაღალ მაცივარს ვერ შეამჩნევთ. დიზაინერების საინტერესო გადაწყვეტილებით, ქვედა კარადებში ჩამონტაჟდა ჩასაშენებელი მაცივარი და საყინულე.
საძნებელი და სამუშაო ზონა საინტერესოდ მოეწყო შემაღლებულ ზონაში. იატაკის ქვეშ არსებული სათავსოები თეთრეულისა და ბალიშების შესანახად დაიგეგმა.
სააბაზანოს გვერდით, მინი სამრეცხაოს მოთავსებაც გახდა შესაძლებელი კარგად დაგეგმილი პროექტის წყალობით.
დახურულ აივანზე გაკეთდა ბარის ზონა დასვენებისა და განტვირთვისათვის.
სტუდიოს დიზაინი სკანდინავიურია, ნათელი ფერების წყალობით, სივრცე უფრო ფართო და მსუბუქი ჩანს.
სტუდიოს დიზაინი ეკუთვნის int2architecture-ს.