გთავაზობთ ფერადი და მხიარული ქაღალდის ყვავილების დამზადების ფოტო გაკვეთილს, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით საგაზაფხულო განწყობას! გოფრირებული ქაღალდისგან შექმნილი ეს უმშვენიერესი პომპონები გაგიხალისებთ ინტერიერს, გამოდგება სახალისო დეკორად და ნებისმიერი დღესასწაულის გასაფაორმებლად! რაც მთავარია, მისი გაკეთება საკუთარი ხელით ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:
- გოფრირებული ქაღალდები (იმდენი ფერი, რამდენიც გსურთ, რომ ყვავილს ჰქონდეს);
- ქაღალდის საკანცელარიო დამჭერი (თვითეული ფერის ქაღალდისთვის);
- უბრალო დრეკადი მავთული;
- მაკრატელი.
ინსტრუქცია ქაღალდის ყვავილების გასაკეთებლად:
1. სათითაოდ გაშალეთ მაგიდაზე გოფრირებული ქაღალდები და გადაკეცეთ, როგორც ფოტოზე არის ნაჩვენები:
2. დაკეცილი ქაღალდები შეკარით ქაღალდის დამჭერით და გადაჭერით კლებადი ზომით, თანაბრად, მაგალითად, 5-5 სანტიმეტრით. წინასწარ განსაზღვრეთ ფერების წყობა – ყველაზე მოკლე ქაღალდი აღმოჩნდება ყვავილის გულში, ყველაზე გრძელი კი – ბოლოში.
3. დაკეცილი ქაღალდის ბოლოები დავაწახნაგოთ, შემდეგ კი ნაკეცებზე გავჭრათ ისე, რომ ცენტრალურ ნაწილს არ შევეხოთ (იხ. ფოტოები).
4. მოვხსნათ ქაღალდს სამაგრები და გავშალოთ მაგიდაზე ყველა მათგანი, ზომების მიხედვით. შემდეგ კი ისევ გადავკეცოთ ყველა ერთად და შევკრათ დრეკადი მავთულით:
5. ფრთხილად შეუდექით თითოეული ფერის ქაღალდის გაცალკევებას. თუ ყვავილის ფორმა მოითხოვს, მაკრატლით შეასწორეთ მისი ბოლოები:
და ქაღალდის ყვავილებიც მზად არის!
მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge