ყავისფერი სამზარეულოს უპირატესობები

Spread the love

ყავისფერი ტონალობა სამზარეულოს სივრცის დიზაინში ის ფერია, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ დროს გაუძლო. ყავისფერის სხვადასხვა ელფერებს დღესაც სიამოვნებით ირჩევენ, როდესაც საქმე სამზარეულოს ინტერიერს ეხება. შოკოლადის, ყავისა თუ კრემის ფერები ნებისმიერ სამზარეულოს უფრო მეტ ელეგანტურობას, სითბოს და სიმყუდროვეს ანიჭებს. მასიური ხის ვიზუალი კლასიკაა, რასაც ძირითადად სასადილო ოთახის ავეჯისთვის ან მაგიდის ზედაპირისთვის ირჩევენ.

და მაინც, რა არის ყავისფერი სამზარეულოს ძირითადი უპირატესობა, რაც მის პოპულარობას უზრუნველყოფს და დროს უძლებს? ქვემოთ მოყვანილია 4 მთავარი არგუმენტი, რაც ზოგადი შეფასებების შედეგად გამოვყავით. გაეცანით და მოგვწერეთ, თქვენ რას დაამატებდით?

უპირატესობა # 1

ყავისფერი შესანიშნავად ჯდება სხვადასხვა სტილში (კლასიკური, ვინტაჟური, ლოფტი თუ სხვა) და მისთვის სამზარეულოს ზომა არც ისე პრინციპულია – ის კარგად გამოიყურება როგორც მცირე ფართობის, ისე დიდი სივრცის მქონე სამზარეულოში.

უპირატესობა # 2

ყავისფერი ადვილად ეხამება სხვა ფერებს და მისი კომბნირება ეფექტურად არის შესაძლებელი უამრავ სხვა ფერთან (კარგად ერწყმის თეთრს, შავს და ყვითელს და სხვა). შეგვიძლია გამოვყოთ ყავისფერის რამდენიმე ელფერი, რომლებიც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა სტილის ინტერიერის შექმნისას.

ყავისფერი სამზარეულოს

უპირატესობა # 3

ყავისფერი ფერი ადვილად არ ბინძურდება, არ ეტყობა ლაქები, მოსავლელად მარტივია, რაც ძალიან პრაქტიკულია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სამზარეულოს ფერის არჩევისას.

ყავისფერი სამზარეულო

უპირატესობა # 4

ყავისფერ ტონებს ასაკობრივი კატეგორიები არ აქვთ – ისინი შესანიშნავად მოერგება როგორც ახალგაზრდა ოჯახის ბინას, ისე ასაკოვანთა საცხოვრებელს.

სამზარეულო

აღსანიშნავია, რომ მოცემული ფერის ყველაზე გავრცელებული ასოციაციაა – ხე. ხის ფასადები საკმაოდ მრავალფეროვანია, ისინი შეიძლება გაკეთდეს როგორც გლუვი, ასევე რელიეფური, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ყავისფერ სამზარეულოზე თუ აკეთებთ არჩევანს, აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე მახასიათებელი, რომელთაგან ერთი არის ყავისფერის დაბალანსება სხვა ფერებით. ისინი მის ფერთა გამას უნდა ემთხვეოდეს: რძიანი-თეთრი, კრემისფერი, ბეჟი – ეს ფერები ყავისფერს უკეთესად გამოკვეთენ და ინტერიერს მეტ სიმყუდროვეს ანიჭებენ. ასე რომ, კონტრასტის სახით სასურველია კრემისფერი ჩანართების გამოყენება ფასადებზე, სამზარეულო მაგიდის ზედაპირზე, ან თუნდაც იატაკზე ან კედლებზე.

ისევე, როგორც შავი სამზარეულოს შემთხვევაში, ყავისფერი არ უნდა იყოს ჭარბად, რადგან მასიური ყავისფერი თავისთავად საკმაოდ მოსაწყენ შეგრძნებას იწვევს. ამიტომ, ნათელი აქცენტები გამოიყენეთ ყავისფერი სამზარეულოს დიზაინში და ისიამოვნეთ მისი პრაქტიკულობით და სიმყუდროვით.

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს