თუ ოთახის მცენარეებს თქვენს სახლში საპატიო ადგილს უთმობთ, მაშინ თქვენთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ყვავილების ქოთნების შერჩევა იქნება.
ინტერიერის დიზაინში დიდი ყურადღება ექცევა ყვავილების ქოთნების ფორმებსა თუ ფერებს, რაზეც დღეს ბევრი ცნობილი დიზაინერი მუშაობს.
გთავაზობთ ულამაზესი, თანამედროვე ქოთნების ნიმუშებს. ამ და სხვა ბევრი დიზაინის ქოთნების შეძენა დღეს უკვე შესაძლებელია დიდ სავაჭრო ცენტრებში, ყვავილების სპეციალიზებულ მაღაზიებსა თუ საოჯახო ნივთებზე ორიენტირებულ მაღაზიებში. ვიზუალურად განსხვავებული და არა მასიურ წარმოებაში მიღებული ყვავილების ქოთნები თქვენი ოთახის მშვენიერ ყვავილებს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და ინტერიერის ორიგინალურ დეკორად იქცევა.
მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge
დატოვეთ კომენტარი